დეკანოზი პავლე გოგოხია გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დაჯილდოვდა
ტაძრის წინამძღვარს საპატიო ჯილდო მიტროპოლიტმა გერასიმემ, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, გიორგობის დღესასწაულზე გადასცა.
2025 წლის 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ (შარაშენიძე) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში საზეიმო მსახურება აღავლინა.
ღონისძიების განმავლობაში მიტროპოლიტმა გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი პავლე გოგოხია.
საპატიო ჯილდო სასულიერო მოღვაწის მრავალწლიან მსახურებასა და სამრევლოს განვითარებისთვის გაწეულ ღვაწლს უკავშირდება. ღონისძიება მრევლისა და ადგილობრივი საზოგადოების ფართო ჩართულობით გაიმართა.
0
0
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ
მეუფე გიორგი: „ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა პირიქით“
16 ოქტომბერი 22:47
ფილადელფიაში სვეტიცხოვლობა საზეიმო ღვთისმსახურებით აღინიშნა
16 ოქტომბერი 13:39
საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
16 ოქტომბერი 12:09