ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის პასტორალური ვიზიტი დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქიაში

17 ნოემბერი 2025 08:35
189
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქიაში. ფოტო: ეპარქიის გვერდი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქიაში. ფოტო: ეპარქიის გვერდი

მეუფე გრიგოლმა ეპარქიაში მიმდინარე არქეოლოგიური სამუშაოები და ტაძრის მშენებლობა დაათვალიერა.

2025 წლის 16 ნოემბერს, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი სტუმრობდა დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქიას. მეუფე გრიგოლი დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოს ზენონ იარაჯულთან ერთად მონაწილეობდა საკვირაო საღმრთო ლიტურგიაში, რომელიც დმანისის სიონის საკათედრო ტაძარში აღევლინა.

წმიდა ლიტურგიის დასრულების შემდეგ, მღვდელმთავრებმა მოინახულეს დმანისის სიონის მონასტერში მიმდინარე მნიშვნელოვანი არქეოლოგიური სამუშაოები. მიმდინარე პროცესებისა და სამომავლო სარეკონსტრუქციო გეგმების შესახებ მათ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა დმანისის მუზეუმ-ნაკრძალის დირექტორმა, ბატონმა ჯიმშერ ჩხვიმიანმა.

ვიზიტის ფარგლებში მღვდელმთავრები ასევე გაეცნენ სოფელ განთიადთან მდებარე, V საუკუნით დათარიღებულ ნამონასტრალის არქეოლოგიურ კვლევებს. მონასტრის ისტორიისა და უახლესი აღმოჩენების შესახებ საინტერესო ინფორმაცია მათ დმანისის მუზეუმის დირექტორმა, ბატონმა ჯუმბერ კოპალიანმა გააცნო.
ეპარქიაში ვიზიტის დასასრულს, მეუფე ზენონმა მეუფე გრიგოლს უმასპინძლა ქალაქ დმანისში, სადაც ერთად დაათვალიერეს ბრწყინვალე აღდგომის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარი.

გულთბილი მასპინძლობისთვის მადლიერების ნიშნად, მეუფე გრიგოლმა მადლობა გადაუხადა მთავარეპისკოპოს ზენონს, ეპარქიის სამღვდელოებასა და მრევლს და 2026 წლის კვირაცხოვლობის დღესასწაულზე—ფოთის ქალაქის დღისა და ცენტრალური საკათედრო ტაძრის ენკენიობისათვის—სტუმრად მოიწვია დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქიის დელეგაცია ფართო წარმომადგენლობით.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა წმინდა 100 000 მოწამის ხსენების დღე სოფელ თორსში აღნიშნა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ