მეუფე სერაფიმე ჯოჯუა ინსულტის დიაგნოზით კლინიკაში მოათავსეს
საეკლესიო წრეები და მრევლი ლოცულობეს მეუფეს ჯანმრთელობისთვის,მას წარმატებით ჩაუტარდა ოპერაცია.
მიტროპოლიტი სერაფიმე ჯოჯუა ინსულტის დიაგნოზით კლინიკაში მოათავსეს. მეუფეს ჩაუტარდა ოპერაცია, რომლის შემდეგაც მისი მდგომარეობა სტაბილურია.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის სახლით გთხოვთ ყველას, მოიხსენოთ ლოცვებში განსაცდელში მყოფი მღვდელმთავარი. ჩვენი გუნდის სახელით მეუფეს ვუსურვებთ სრულ გამოჯანმრთელებასა და ხანგრძლივ სიცოცხლეს ერისა და ეკლესიის საკეთილდღეოდ.
შეგახსენებთ, სრულიად საქართველოს პატრიარქის ლოცვა კურთხევით 2 ნოემბერს თბილისში, დიდ დიღომში ბიჭვინთის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის საძირკველი ეკურთხა. ტაძრის არქიტექტორები არიან თემურ ჯოჯუა და ვახტანგ ჯმუხაძე.
ღვთისმსახურება აღასრულა ტიტულარულმა მიტროპოლიტმა სერაფიმემ (ჯოჯუა).
0
0
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ