დაიწყო სასულიერო პირთა გადამზადების მეოთხე ეტაპი

2824
31 ოქტომბერი 2025 08:32
36
სასულიერო პირთა გადამზადების მეოთხე ეტაპი. ფოტო: საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის გვერდი სასულიერო პირთა გადამზადების მეოთხე ეტაპი. ფოტო: საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის გვერდი

გადამზადება ორ კვირას გასტანს.

საჯარო სკოლებში ღირებულებითი განათლების კლუბის დაარსების მიზნით საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გრძელდება სასულიერო პირთა გადამზადება.

ამა წლის 30 ოქტომბერს დაიწყო გადამზადების მეოთხე ეტაპი, რომელშიც მცხეთა-თბილისის ეპარქიის სასულიერო პირების მეოთხე ნაკადი ჩაერთო.

გადამზადება ორ კვირას გასტანს, რა დროსაც სასულიერო პირები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებისა და ფსიქოლოგების მიერ გაეცნობიან ღირებულებითი განათლების ძირითად პრინციპებს, არაფორმალური განათლების თავისებურებებსა და სწავლების თანამედროვე მიდგომებს, რაც დღეს მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ეფექტიანი კომუნიკაციისა და მათი აქტიური ჩართულობისთვის.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ახალი პროექტი.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ