თბილისში ლოტბარისა და ფოლკლორისტის - ანზორ ერქომაიშვილის მემორიალური დაფა გაიხსნა

2824
27 ოქტომბერი 2025 19:01
21
ანზორ ერქომაიშვილის მემორიალური დაფის გახსნა. ფოტო: საქართველოს კულტურის სამინისტრო ანზორ ერქომაიშვილის მემორიალური დაფის გახსნა. ფოტო: საქართველოს კულტურის სამინისტრო

მემორიალური დაფა დიდი მოღვაწის სახლთან მისმა მეუღლემ, ლალი სეთურიძემ და ფონდ „ქართული გალობის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნანა გოთუამ გახსნეს.

„ანზორ ერქომაიშვილი ქართული ფოლკლორისთვის, შეიძლება ითქვას, პატრიარქია და, შესაბამისად, ეს არის ყველაზე მცირედი, რაც შეგვეძლო, გაგვეკეთებინა მისი სახელის უკვდავსაყოფად. მადლობა მას იმ შემოქმედებისთვის, რაც დაგვიტოვა; მადლობა გადარჩენილი ფოლკლორისთვის, მისი შენარჩუნებისთვის და მადლობა იმ საგანმანათლებლო საქმიანობისთვის, რასაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა", - განაცხადა კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ მემორიალური დაფის გახსნის ცერემონიაზე.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე, პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია და ფონდ „ქართული გალობის“ დამფუძნებელი ვანო ჩხარტიშვილი.

მემორიალური დაფის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობდნენ ანზორ ერქომაიშვილის მიერ დაარსებული ანსამბლები - „რუსთავი“ და „მართვე".

ინფორმაცის საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში ლექცია გაიმართა თემაზე — „ქართული სამგალობლო ხელოვნება“.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ