ქუთაისის ბაგრატის ტაძარში მიტროპოლიტმა იოანემ ეპარქიის სასულიერო პირები დააჯილდოვა
დაჯილდოება გაიმართა 26 ოქტომბერს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში.
2025 წლის 26 ოქტომბერს ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) ქუთაისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის (ბაგრატის) საკათედრო ტაძარში ეპარქიის სასულიერო პირები დააჯილდოვა.
მიტრის ტარების უფლებით დაჯილდოვდნენ დეკანოზები: ილარიონ კვიმსაძე და გიორგი კუპრაშვილი.
გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დაჯილდოვდნენ დეკანოზები: მაკარ ქომეთიანი და დავით მეყანწიშვილი.
დეკანოზის ხარისხით დაჯილდოვდნენ მღვდლები: ხარება ჩიქოვანი და ზაბულონ მელაძე.
დეკანოზის ხარისხითა და ოქროს ჯვრის ტარების უფლებით დაჯილდოვდნენ მღვდლები: გრიგოლ გეგუჩაძე და ილია მეტონიძე.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში ლექცია გაიმართა თემაზე — „ქართული სამგალობლო ხელოვნება“.