ნიკორწმინდის ეპარქია ეპისკოპოს ვახტანგს დაბადების დღეს ულოცავს

2824
26 ოქტომბერი 2025 20:38
19
ნიკორწმინდის ეპისკოპოსი ვახტანგი. ფოტო: ეპარქიის გვერდი ნიკორწმინდის ეპისკოპოსი ვახტანგი. ფოტო: ეპარქიის გვერდი

მილოცვას ეპარქიის გვერდი ავრცელებს.

ნიკორწმინდელ ეპისკოპოს ვახტანგს ვულოცავთ დაბადების დღეს.

ნიკორწმინდის ეპარქიის სასულიერო და საერო პირთა სახელით, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრს, ყოვლადუსამღვდელოეს ნიკორწმინდელ ეპისკოპოს ვახტანგს, დიდი სიყვარულით, მადლიერებითა და პატივისცემით ვულოცავთ დაბადების დღეს.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს შევთხოვთ თქვენს დიდხანს სიცოცხლეს, ერისა და ეკლესიის საკეთილდღეოდ!

მრავალსა წელსა, მრავალჟამიერ!

მილოცვის ტექსტს ნიკორწმინდის ეპარქიის facebook გვერდი ავრცელებს.

ეპისკოპოსი ვახტანგი (ლიპარტელიანი) – ეპისკოპოსი ვახტანგი, ერისკაცობაში გიორგი ოთარის ძე ლიპარტელიანი, დაიბადა 1965 წლის 25 ოქტომბერს ქალაქ თბილისში. 2008 წლის 13 დეკემბერს აღიკვეცა ბერად და სახელად ვახტანგი ეწოდა. 2009 წლის 8 მარტს ხელი დაასხეს დიაკვნად და იმავე წლის 27 სექტემბერს მღვდლად აკურთხეს. 2009-2015 წლებში მოსკოვის წმიდა გიორგის ქართული ეკლესიის წინამძღვარია. მალევე აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში. არქიმანდრიტი ვახტანგი 2015 წლის 25 მაისის წმინდა სინოდის სხდომაზე გამოირჩიეს ნიკორწმინდის ეპარქიის მდვდელმთავრად, იმავე წლის 1 ივნისს მცხეთაში, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში, უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია II-მ, წმიდა სინოდის წევრებთან ერთად, არქიმანდრიტ ვახტანგს ხელი დაასხა ნიკორწმინდელ ეპისკოპოსად.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 26 ოქტომბერს მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა მოწამეების დღეს აღნიშნავს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ