თელავში საპატრიარქოსა და შალვა ამონაშვილის აკადემიის ერთობლივი სემინარი გაიმართა

2824
21 ოქტომბერი 2025 20:35
19
საპატრიარქოსა და შალვა ამონაშვილის აკადემიის ერთობლივი სემინარი. ფოტო: საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის გვერდი საპატრიარქოსა და შალვა ამონაშვილის აკადემიის ერთობლივი სემინარი. ფოტო: საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის გვერდი

ბუშეტის „მზიანეთში“ გაიმართა ღირებულებითი განათლების კლუბების სასულიერო ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა.

2025 წლის 20 ოქტომბერს, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურსა და შალვა ამონაშვილის აკადემიას შორის თანამშრომლობის ფარგლებში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტში, მომავლის ქალაქ „მზიანეთში“ გაიმართა სემინარი თემაზე — „პედაგოგიური და მისიონერული გამოცდილებების გაზიარება“.

ღონისძიება წარმოადგენს ღირებულებითი განათლების კლუბების ხელმძღვანელი სასულიერო პირების ახალი ნაკადის მესამე ყოველწლიურ შეხვედრას, რომელიც მიზნად ისახავს განათლების სფეროში მოღვაწე სასულიერო პირებს შორის გამოცდილების გაზიარებას და თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომების გაცნობას.

სემინარის მსვლელობისას პროფესორმა შალვა ამონაშვილმა მონაწილეებს გაუზიარა თავისი მრავალწლიანი პედაგოგიური გამოცდილება, ისაუბრა ჰუმანური პედაგოგიკის პრინციპებზე, ასევე გააცნო აკადემიის ისტორია, საქმიანობის მიმართულებები და მიმდინარე პროექტები.

ღონისძიება ნაყოფიერ და მეგობრულ გარემოში წარიმართა, სადაც მონაწილეებმა განიხილეს სკოლების მუშაობასთან, მოსწავლეთა მოტივაციასთან და ღირებულებითი განათლების პრაქტიკულ განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ეპარქიებში განახლდა გაცნობითი და საბაზო გადამზადების შეხვედრები.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ