საპატრიარქოში „ღირებულებითი განათლების“ პროექტის ფარგლებში სკოლების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

2824
17 ოქტომბერი 2025 16:24
28
სკოლის დირექტორებსა და პედაგოგებთან სამუშაო შეხვედრა საპატრიარქოში. ფოტო: საქართველოს საპატრიარქო სკოლის დირექტორებსა და პედაგოგებთან სამუშაო შეხვედრა საპატრიარქოში. ფოტო: საქართველოს საპატრიარქო

15 ოქტომბერს, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა შეხვედრა, სადაც განიხილეს პროექტის მიმდინარეობა, მიზნები და სამომავლო გეგმები.

2025 წლის 15 ოქტომბერს, საქართველოს საპატრიარქოში „ღირებულებითი განათლების“ პროექტის ფარგლებში სხვადასხვა სკოლის დირექტორებთან და პედაგოგებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიება საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილმა გახსნა. მან ისაუბრა პროექტის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებსა და სამუშაო პროცესის სპეციფიკაზე.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ. სასულიერო პირმა პროექტის მნიშვნელობასა და განათლების სისტემაში ღირებულებითი მიდგომების როლზე გაამახვილა ყურადღება.

აღსანიშნავია, რომ პროექტი „ღირებულებითი განათლება“ ხორციელდება საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით. საპილოტე ეტაპზე პროგრამაში თბილისის 20 საჯარო სკოლა მონაწილეობდა, სადაც უკვე ჩამოყალიბდა 40-მდე კლუბი და 1000-ზე მეტი მოსწავლე ჩაერთო აქტივობებში.

განათლების სამინისტრომ უკვე დაამტკიცა „ღირებულებითი განათლების“ ხელშეწყობის პროგრამა, რომლის ფარგლებში ახალი სასწავლო წლიდან პროექტი 50 საჯარო სკოლაში გაფართოვდა. მონაწილეობის პრინციპი ნებაყოფლობითია.

ღონისძიებაზე სიტყვით ასევე გამოვიდნენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის არაფორმალური განათლების პროექტის ხელმძღვანელი ანი კუდუხაშვილი და ამავე პროგრამის კონსულტანტი მანანა ჯინჭარაძე.

შეხვედრას ესწრებოდნენ სასულიერო პირები, სხვადასხვა საჯარო სკოლის დირექტორები და პედაგოგები.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი სოციალურ ქსელში წერს „მთავრობას უნდა ვაჩვენოთ, რომ არც ისე ცოტანი ვართ".

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ