საპატრიარქო მადლობას უხდის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს

2824
09 ოქტომბერი 2025 15:44
31
საქართველოს საპატრიარქო. ფოტო: ღია წყარო საქართველოს საპატრიარქო. ფოტო: ღია წყარო

ეკატერინე ხუციშვილს გაეგზავნა სპეციალური მადლობის წერილი საპატრიარქოსგან.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სახელით ოფიციალური მადლობა გამოხატეს სსიპ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ დირექტორ ეკატერინე ხუციშვილისადმი.
მოცემული განცხადება საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ოფიციალურ Facebook გვერდზე გამოქვეყნდა.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გამორჩეული ღვაწლისთვის და ღირებულებითი განათლების პროექტში შეტანილი წვლილისთვის მადლობის გამოხატვა გადაწყვიტა.

როგორც ვიცით, ამ ეტაპზე ღირებულებითი განათლება უკვე 50 სკოლაში ისწავლება, საკლობო შეხვედრები კვირაში ერთი დღე ტარდება სკოლებში. პროგრამაში ჩართულია 1000ზე მეტი საბაზო საფეხურის მოსწავლე.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ღირებულებითი განათლების პროექტის ფარგლებში სასულიერო პირებს სერტიფიკატები გადაეცათ.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ