სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი

3 ოქტომბერი 2025 14:33
306
პატრიარქი ილია მეორე. ფოტო: საქართველოს საპატრიარქო პატრიარქი ილია მეორე. ფოტო: საქართველოს საპატრიარქო

დიდი გულისტკივილით ვუსამძიმრებთ ლევან ანსიანის და ქეთევან (მზეო) უმფრიანის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

ამა წლის 30 სექტემბერს ჭუბერის გზაზე მომხდარმა ავარიამ ამ ადამიანების სიცოცხლე შეიწირა; ობლად დარჩა ოთხი პატარა: ილია, ოთარი (ოთო), მათე და მოსე.
აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს გარდაცვლილთა უკვდავი სულნი და წიაღსა შინა აბრაამისასა განუსვენოს, ხოლო მათ მშობლებს, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მომადლოს ურყევი რწმენა იმისა, რომ სულისა და სხეულის გაყრა არ ნიშნავს სიკვდილსა და გაქრობას, არამედ იგია დასაწყისი მარადიული ცხოვრებისა, რომლის მკვიდრნიც ლევანი და ქეთევანი (მზეო) ახლა ხდებიან.
შეგახსენებთ, დიდი მნიშვნელობა აქვს ლოცვით შეწევნას და მათ სახელზე აღსრულებულ ნებისმიერ სხვა კეთილ საქმეს.
ღმერთმა განგამტკიცოთ და განგაძლიეროთ;
ღმერთმა დალოცოს და თვისი წყალობა და ნუგეში მომადლოს ილიას, ოთარს, მათესა და მოსეს.
ილია II
სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი
03.10.2025

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ