წმინდა იოაკიმე ალექსანდრიის პატრიარქის ხსენების დღე
დღეს, 30 სექტემბერს, მართლმადიდებელი ეკლესია იხსენიებს დიდ მღვდელმთავარს და სასწაულთმოქმედს.
წმინდა იოაკიმე ალექსანდრიის პატრიარქი დაიბადა 19448 წელს,იგი იყო ერთ-ერთი გამორჩეული მღვდელმთავარი, რომლის ცხოვრება და ღვაწლი ქრისტიანული რწმენის დაცვისა და ეკლესიის გაძლიერების სიმბოლოდ იქცა. თურქთა მიერ ქალაქის დაპყრობის შემდეგ, სამშობლო დატოვა და ახალგაზრდობაში სინას მონასტერში წავიდა, სადაც განათლება და სულიერი გამოცდილება მიიღო.
1487 წელს, დამასკოში, ანტიოქიის პატრიარქმა იგი ალექსანდრიის პატრიარქად აკურთხა. სწორედ ამ მძიმე პერიოდში, როცა მამლუქები და შემდგომში ოსმალები ქრისტიანებს ავიწროებდნენ, წმინდა იოაკიმე თავისი სულიერი სიმტკიცით, მარხვითა და ლოცვით გამოირჩეოდა. ის არასოდეს იღებდა ლუკმას, სანამ უპოვართათვის მოწყალებას უხვად არ გასცემდა. მისი ლოცვით მრავალი სასწაული მოხდა.
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სასწაული დაკავშირებულია ქაიროს მახლობლად მთის გადაადგილებასთან. როცა სულთანმა ქრისტიანებს რწმენის დამტკიცება მოსთხოვა, პატრიარქის ლოცვითა და ქრისტეს სახელის მოხმობით მთა მართლაც გადაადგილდა. ამ ამბავმა ქრისტიანული რწმენის მტრებიც განაცვიფრა.
წმინდა იოაკიმე მკაცრად იცავდა ქრისტიანულ ტაძრებს შეურაცხყოფისგან. ცნობილია შემთხვევა, როდესაც ქაიროს წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის აბანოდ გადაქცევას შეეწინააღმდეგა და ღვთის სასწაულით ტაძარი განადგურებას გადაარჩინა. მას არაერთხელ შესთავაზეს საწამლავის დალევა, თუმცა ღვთის შეწევნით იგი უვნებლად გადაურჩა, ხოლო მისი მტრების მზაკვრობა თვითონვე შეიპყრო.
პატრიარქმა იოაკიმემ მთელი 80 წელი იმსახურა ალექსანდრიის ეკლესიას. მისი მოღვაწეობა ნიშნავდა მართლმადიდებლობის ძლიერებას ეგვიპტეში, ურთიერთობების გაძლიერებას იერუსალიმისა და კონსტანტინოპოლის ეკლესიებთან, ასევე – მეგობრობას რუსეთის ეკლესიასთან.
წმინდა იოაკიმე 119 წლის ასაკში გარდაიცვალა 1567 წლის 17 სექტემბერს. 2002 წელს იგი ოფიციალურად შერაცხეს წმინდანად. მისი პატიოსანი თავი დღემდე ინახება ქაიროში, ალექსანდრიის საპატრიარქოს საცავში.
დღეს, 30 სექტემბერს, მართლმადიდებელი ეკლესია მადლიერებით იხსენიებს წმინდა იოაკიმე ალექსანდრიის პატრიარქის წმინდა სახელს, რომლის ლოცვითაც მრავალი სასწაული აღესრულა და რომელიც რწმენის, სიმტკიცისა და სიყვარულის მარადიული მაგალითია.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მართლმადიდებლური ეკლესია იხსენიებს წმინდა მოწამე თეოდოტიას.