ღირებულებითი განათლების პროგრამის მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცათ

2824
21 სექტემბერი 2025 10:15
80
ღირებულებითი განათლების პროგრამის მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცათ

საპატრიარქოში გამართულ ღონისძიებაზე სასულიერო პირებმა ღირებულებითი განათლების სრული კურსის სერტიფიკატები მიიღეს, პროგრამა კი ახალ სასწავლო წლიდან 50 სკოლაში გაგრძელდება.

საქართველოს საპატრიარქოში ღირებულებითი განათლების პროგრამის ფარგლებში სერთიფიკატების გადაცემის ღონისძიება გაიმართა. სერთიფიკატები სასულიერო პირებს გადაეცათ, რომლებმაც პროგრამის სრული კურსი წარმატებით გაიარეს.

ღონისძიებას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო ესწრებოდა, რომელმაც მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ხაზგასმით აღნიშნა პროგრამის მნიშვნელობა ახალგაზრდების სამოქალაქო და სულიერი განვითარების პროცესში. სიტყვით გამოვიდნენ ასევე საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი, სხვა სასულიერო პირები, განათლების მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი და მასწავლებელთა პროფესიული განათლების ცენტრის არაფორმალური პროგრამის ხელმძღვანელი ანი კუდუხაშვილი.

პროექტი „ღირებულებითი განათლება“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებითა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

ღირებულებითი განათლების პროგრამა საპილოტედ 25 საჯარო სკოლაში დაიწყო, სადაც ჩამოყალიბდა ორმოცამდე ღირებულებითი კლუბი. ამ ეტაპზე პროგრამაში ათასზე მეტი მოსწავლეა ჩართული. განათლების სამინისტრომ უკვე დაამტკიცა ღირებულებითი განათლების ხელშეწყობის პროგრამა და 2025-2026 სასწავლო წლიდან პროექტი თბილისში 50 სკოლაში დაინერგება.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, შეიქმნა საზოგადოებრივი მოძრაობა ,,ის რაც გვაერთიანებს“.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ