წმიდა მღვდელმოწამე კირიონ II (საძაგლიშვილი)

2826
11 მაისი 09:35
22
მღვდელმოწამე კირიონ II ( საძაგლიშვილი) მღვდელმოწამე კირიონ II ( საძაგლიშვილი)

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მწყემსმთავრებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II (1855-1918).

სარწმუნოებრივი და საზოგადოებრივი მოღვაწეობის გამო 2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმიდა მღვდელმოწამის სახელით იგი წმიდანად შერაცხა. 

წმ. მღვდელმოწამე კირიონ II სარწმუნოებრივი და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ძნელი და რთული გზა განვლო. კირიონ II (ერობაში გიორგი საძაგლიშვილი) დაიბადა 1855 წლის 10 ნოემბერს მღვდელ იერონიმე საძაგლიშვილის ოჯახში.

მრავალმხრივი იყო კირიონ II-ის (1855-1918) მოღვაწეობა. სასულიერო და საზოგადოებრივ საქმიანობასთან ერთად იგი აქტიურ სამეცნიერო კვლევით მუშაობასაც ეწეოდა. ვინც კირიონ II-ის ტრაგიზმით აღსავსე ცხოვრებას იცნობს, მისთვის ძნელი დასაჯერებელია (დევნა-შევიწროების, რუსეთის მიყრუებულ ეპარქიაში გადასახლების, მკაცრი მეთვალყურეობის დაწესების მიუხედავად), როგორ ახერხებდა იგი აქტიურ შემოქმედებით მოღვაწეობას. არადა ფაქტია, რომ თავისი ნაშრომების უდიდესი ნაწილი მან გადასახლების დროს დაწერა. თვითმხილველთა მონათხრობით, მშობლიურ გარემოს მოწყვეტილი კირიონი გაორკეცებით ეწეოდა სამეცნიერო მუშაობას. 1914 წელს სტუდენტ მაქსიმე ბერძენიშვილს (შემდგომში ცნობილ ისტორიკოსს), ხერსონში მოუნახულებია კირიონ ეპისკოპოსი. კითხვაზე - კვლავ აგრძელებდა თუ არა გადასახლებაში მყოფი კირიონი მოღვაწეობას, დადებითი პასუხის მიღების შემდეგ, როგორც მ. ბერძნიშვილი გადმოგვცემს, „ხალისით გაბრწყინდა სახე მოხუცებული ეპისკოპოსისა. ეტყობა, რომ ეს მწერლობა ერთადერთი ნუგეში და გამართობელი რამ არის ექსორიად ქმნილი ქართველისათვის“.

თვითმხილველის ამ მონათხრობში რეალური სინამდვილეა ასახული, მაგრამ კირიონ II-სათვის თავისი ქვეყნის წარსულის გაშუქება უბრალო გართობის საშუალებას კი არ წარმოადგენდა, არამედ უმნიშვნელოვანეს საქმეს. აღსანიშნავია, რომ იმ დროს როდესაც იგი ხერსონში მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა, ეპარქიიის ხელმძღვანელი იყო რუსოფილი ქართველი ეპისკოპოსი დიმიტრო აბაშიძე, ცნობილი თავისი ანტიქართული საქმიანობით, რომლის შესახებ კირიონ II ამბობდა: „მე ქართველობისათვის დამსაჯეს, ის კი დღეს თითქმის უარყოფს თავის ქართვ ელობას“ . კირიონ II-ის შემოქმედებითი მოღვაწეობა წმინდა მეცნიერული ღირებულებების გარდა რუსეთის ასიმილატორული პოლიტიკის წყალობით გადაგვარებული ეპისკოპოს დიმიტრი აბაშიძის მსგავს ქართველებში ჩაკლული ეროვნული თვითშეგნების გაღვივებას ისახავდა მიზნად.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ