ზესტაფონის №7 საჯარო სკოლაში „იდეათეკა“ გაიხსნა

„იდეათეკის“ გახსნის ღონისძიება. ფოტო: ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის რევაზ მუმლაძის სახელობის №7 საჯარო სკოლაში მრავალფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე „იდეათეკა“ გაიხსნა. სივრცე საქართველოს ბანკისა და ქართული წიგნის ინსტიტუტის ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში მოეწყო. პროექტის მიზანია საქართველოს რეგიონებში, სკოლებსა და ადგილობრივ თემებში, თანამედროვე ბიბლიოთეკებისა და საგანმანათლებლო სივრცეების შექმნა.
ზესტაფონის №7 საჯარო სკოლაში „იდეათეკის“ მოწყობა სკოლის კურსდამთავრებულმა ბეჟან სამხარაძემ და საქართველოს პარლამენტის წევრმა ბეჟან წაქაძემ თანადაააფინანსეს. ორივე მათგანი სივრცის გახსნას დაესწრო.
გახსნის ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ზესტაფონის მერი ვახტანგ ღამბაშიძე, საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ შერგელაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი ზვიად შალამბერიძე, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე და ქართული წიგნის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი თინათინ მამულაშვილი. ღონისძიებაში ადგილობრივი თვითმმართველობისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ზესტაფონში კვალითის დასაზლებაში ახალმოწამეთა სახელობის ტაძარში პირველი ლიტურგია აღევლინა.
წაიკითხეთ ასევე
შიო III ხონისა და სამტრედიის ეპარქიას ეწვევა
საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ვიზიტი 3 ნოემბერს გაიმართება.
ეპისკოპოსმა მელქისედეკმა წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის საძირკველი აკურთხა
ზესტაფონი მუნიციპალიტეტში ახალი ტაძრის მშენებლობას საძირკვლის კურთხევის წესით ჩაეყარა საფუძველი.
ეპისკოპოსმა სვიმეონმა თომა ფაილაძე დიაკვნად აკურთხა
ახლად ხელდასხმული დიაკონი სურამის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში იმსახურებს.
2 ნოემბერს მამა გაბრიელის ხსენების დღეა
2014 წლის 22 თებერვალს მისი წმინდა ნაწილები გადაასვენეს მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტრის ფერიცვალების ტაძარში.
ახალგაზრდა რესპუბლიკელი: უკრაინის ეკლესიის მღვდლების მობილიზაცია მკვლელობაა
კეტრინ უაითფორდმა განაცხადა, რომ უმე-ის მღვდლებს ფრონტის ხაზზე აგზავნიან მათი წოდების მიუხედავად და მათ სიკვდილში რუსულ არმიას ადანაშაულებენ.
ზელენსკი სტამბოლში პატრიარქ ბართლომეოსს შეხვდა
უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი 31 ოქტომბერს ფანარს ეწვია.