თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას მოსწავლეები ეწვივნენ

დეკანოზი დავით გუნია თბილისის სასულიერო აკადემიაში. ფოტო: სასულიერო აკადემია
21 ოქტომბერს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში, ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის ორგანიზებით, თბილისის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა. ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა ინფორმაცია მიიღეს ფაკულტეტის სასწავლო პროგრამის, საგანმანათლებლო აქტივობებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.
მოსწავლეებს სიტყვით მიმართეს ფაკულტეტის დეკანმა, მღვდელმა გიორგი ვაშალომიძემ, ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის კათედრის წარმომადგენელმა რუსუდან ვაშალომიძემ და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სადისერტაციო საბჭოს მდივანმა, პროფესორმა, დეკანოზმა ბიძინა გუნიამ. შეხვედრაში მონაწილეობდა ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი ფოტინე გუნიაც.
მომხსენებლებმა სტუმრებს გააცნეს ფაკულტეტზე სწავლების სპეციფიკა და ისაუბრეს სასწავლო პროცესის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებზე, მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებსა და მუზეუმებში ვიზიტებსა და კონფერენციებზე პრეზენტაციების წარდგენაზე.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სასწავლო პროგრამის განახლების გეგმაზეც, რომელიც საეკლესიო ტურიზმის მიმართულების დამატებას ითვალისწინებს. მომხსენებლებმა ასევე ისაუბრეს სასწავლებელში არსებულ თბილ და აკადემიურ გარემოზე.
ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებმა მოინახულეს ხატწერისა და ნაქარგობის სახელოსნოები, გაეცნენ მათი მუშაობის სპეციფიკას და დაათვალიერეს სტუდენტების ნამუშევრები.
სასწავლებლისა და ფაკულტეტის საქმიანობის გაცნობამ მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია. სტუმრებს შესთავაზეს სახელოვნებო გამოფენის მოწყობა, რომელზეც საკუთარი ნამუშევრების წარმოდგენას შეძლებენ. მოსწავლეებმა სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სასულიერო სემინარიაში თეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებმა საბაკალავრო ნაშრომები დაიცვეს.
წაიკითხეთ ასევე
იგეგმება მეტეხის ღვთისმშობლის ტაძრის სრული რეაბილიტაცია
პროექტი ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის კონსტრუქციულ გამაგრებას, ნესტით გამოწვეული დაზიანებების აღმოფხვრასა და კომპლექსის სამრეკლოსა და გალავნის რეაბილიტაციას მოიცავს.
საპატრიარქომ მიტროპოლიტ თეოდორეს მღვდელმთავრობის 30 წლისთავი მიულოცა
საიუბილეო მილოცვაში მღვდელმთავარს ღვთის შემწეობა, ჯანმრთელობა და ეკლესიისა და ერის საკეთილდღეოდ მრავალჟამიერი სიცოცხლე უსურვეს.
გურჯაანისა და ველისციხის ეპარქიაში სასკოლო შეხვედრები გაგრძელდა
„ღირებულებითი განათლების“ კლუბების ფარგლებში ბაკურციხისა და ვეჯინის საჯარო სკოლებში სასულიერო პირებმა მოსწავლეებთან თემატური შეხვედრები გამართეს.
აფხაზეთის №1 საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო-კულტურული ღონისძიება გაიმართა
ზუგდიდში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავსა და ქართული კულტურის მრავალფეროვნებას დაეთმო ყურადღება.
27 ოქტომბერს ეკლესია წმინდა მოწამეთა ხსენებას აღასრულებს
ნაზარის, გერვასის, პროტასისა და კელსის ცხოვრება ქრისტესადმი ერთგულების, მოყვასის მსახურებისა და მოწამებრივი თავდადების მაგალითია.
აზროვნების აკადემიაში დეკანოზ თეოდორე გიგნაძესთან შეხვედრა გაიმართება
სალონური საუბარი თემაზე „რწმენა, როგორც ძალა მოქმედებისთვის“ ადამიანის ცნობიერებაში რწმენის მნიშვნელობასა და მომავლისადმი მის დამოკიდებულებას დაეთმობა.