იორდანიაში დაკრძალვის ცერემონიისას ორმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა

ტაძარი სადაც თავდასხმა მოხდა, კარაკის პროვინცია, იორდანია. ფოტო: almamlakatv

ტაძარი სადაც თავდასხმა მოხდა, კარაკის პროვინცია, იორდანია. ფოტო: almamlakatv

იორდანიაში, ორმა შეიარაღებულმა პირმა ეკლესიაში დაკრძალვის ცერემონიის დროს ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც, სახელმწიფო მედიის ცნობით, სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა. თავდასხმა 2026 წლის 23 ოქტომბერს, ჰამუდის სოფელში, ეკლესიაში დაკრძალვის ცერემონიის დროს მოხდა.

სულ მცირე 34 ადამიანი დაშავდა.

ეკლესია, სადაც სროლა მოხდა, კარაკის პროვინციაში მდებარეობს.

ამ თემაზე იორდანიაში, საღვთო ლიტურგია პირველად აღევლინა III საუკუნის ქრისტიანულ ეკლესიაში
წირვა აკაბას არქეოლოგიურ ადგილას ჩატარდა და მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ეკლესიის ოფიციალური გახსნის ნაწილი იყო.

ცნობების თანახმად, უცნობი შეიარაღებული პირები მანქანით მივიდნენ, ეკლესიაში ცეცხლი გახსნეს და შემდეგ ადგილიდან გაიქცნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ადგილზე უსაფრთხოების ძალები არიან მობილიზებული.

ჰალედ ბურკანმა, რომელიც თავდასხმის თვითმხილველი იყო, იორდანიის სახელმწიფო ტელევიზიის, „ალ-მამლაკას“ ეთერში განაცხადა, რომ სროლის დაწყებისას ეკლესიაში ათობით ადამიანი იმყოფებოდა.

მისი თქმით, ორი თავდამსხმელი, შაშხანითა და პისტოლეტით შეიარაღებული, მრევლს რამდენიმე წუთის განმავლობაში ესროდა.

BBC-ის მიერ დამოწმებული ვიდეოთვალთვალის ჩანაწერზე ჩანს სამი შეიარაღებული მამაკაცი, რომლებიც გზიდან ეკლესიისკენ მიემართებიან. ორი მათგანი ეკლესიის ტერიტორიაზე შედის, შემდეგ გადის და მესამესთან ერთად ბრუნდება. ამ კადრებით თუ ვიმსჯელებთ, სამივე შეიარაღებული იყო.

მართლმადიდებელ ჟურნალისტების კავშირმა ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეკვადორში მსახურების დროს ჩამოვარდნილმა ჯვარმა კათოლიკე მღვდელი იმსხვერპლა.

საბერძნეთში წმინდა ნექტარიოს ეგინელიზე ფილმს გადაიღებენ

სერიალს გადაიღებს კინოსტუდია „წმინდა მაქსიმე ბერძენი“.

დღეს იერუსალიმის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღე აღინიშნება

გადმოცემის მიხედვით, ეს წმინდა ხატი მაცხოვრის ამაღლებიდან მე-15 წელს თვით წმინდა მოციქულმა და მახარებელმა ლუკამ დახატა გეთსიმანიაში.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სხალთის ეპარქიაში წირვას აღავლენს

 წირვის დასრულების შემდეგ პატრიარქი საყოველთაო ნათლობას აღასრულებს.

მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა მოციქულ ფილიპეს მოიხსენიებს

იერუსალიმის ეკლესიის დევნის დროს სამარიაში იქადაგა ქრისტეს სჯული, სადაც მრავალი ადამიანი მოაქცია და მოინათლა.

ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მღვდელმთავარი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა

მიტროპოლიტმა სტეფანემ სოფელ უსახელოს წმინდა გიორგის ტაძარში წირვა აღასრულა.

რენესა და სენ-ბრიეში 24–25 ოქტომბერს საღმრთო ლიტურგია აღევლინება

დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის ლოცვა-კურთხევით, ღვთისმსახურებებს დეკანოზი სპირიდონ გრიგოლაშვილი აღასრულებს.