დეკანოზი სპირიდონი: ,,სვეტიცხოველი არის ჩვენი ეროვნული სიმდიდრე''

დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი. ფოტო: მჟკ

დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი. ფოტო: მჟკ

სვეტიცხოვლობა (იგივე მცხეთობა ან კვართის დღესასწაული) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რომელიც ყოველწლიურად 14 ოქტომბერს აღინიშნება. 1991 წლიდან, ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ეს დღე საქართველოში ოფიციალურ სახელმწიფო უქმე დღედაა გამოცხადებული.

ამ თემაზე სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება დაიწყო
ღვთისმსახურებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III წმინდა სინოდის წევრებთან და სხვადასხვა მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებთან ერთად აღავლენს.

საქართველოს პატრიარქმა შიო მესამემ სადრსასწაულო წირვა-ლოცვა ჩაატარა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში. მის უწმინდესობას თანამსახურებენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები და სხვადასხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები.

დეკანოზმა სპირიდონ ცქიფურიშვილმა მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირთან საუბრისას აღნიშნა დღევანდელი დღის მნიშვნელობა და სრულიად საქართველოს მიულოცა დღევანდელი დღესასწაული. 

,,დალოცვილი გამყოფოთ. ეს არა მარტო რელიგიური დღესასწაულია ჩვენთვის, არამედ არის ეროვნული დღესასწაულიც. ისტორიული თვალსაზრისით ეს არის ისტორიული სიმდიდრე. ეს არის ჩვენი ეროვნული სიმდიდრე და ჩვენი ერთიანობის სიმბოლო.

საეკლესიო კანონმდებლობის მიხედვით პატრიარქის კურთხევა სწორედ სვეტიცხოველში ხდება. დღევანდელი დღესასწაული განსაკუთრებულია, რადგან ქართლის გაქრისტიანებიდან 1700 წელი გავიდა. უფალმა ინებოს, რომ ჩვენ არა მხოლოდ შევისწავლოთ კარგად ჩვენი ქვეყნის ისტორია, არამედ ჩვენი ცხოვრების წესი ყოფილიყოს ჩვენ წარსული. აწმყო ყოფილიყოს დამყარებული ჩვენს წარსულზე, ხოლო აწმყოთი შეგვექმნას მომავალი.

თუ ჩვენ ვკარგავთ ჩვენი წარსულის ფესვებს, ჩვენ ავტომატურად ვკარგავთ ჩვენს მომავალს. ჩვენი წარსული, ეს 1700 წლიანი ქრისტიანული ისტორია, არის უდიდესი თვაგანწირვის ისტორია.

საუკუნეების მანძილზე მოვდივართ ასე და ასე უნდა შევხვდეთ ქრისტეს მეორედ მოსვლას.''-აღნიშნა დეკანოზმა.

მართლმადეიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, „ტვ პირველისა“ და „ფორმულას“ ჟურნალისტები სვეტიცხოვლობის დღესასწაულს ვერ გააშუქებენ.

სურამისა და ხაშურის ეპარქიის წარმომადგენელმა ნათლობის საკითხზე განმარტება გაავრცელა

მამა დავით კაბერაშვილმა მამა ვახტანგისა და მამა მიქაელის მიერ შესრულებული ნათლობის წესზე ისაუბრა, მოგვიანებით კი მოძღვრების ღვაწლისადმი პატივისცემა გამოხატა და მრევლს უმაღლესი საეკლესიო იერარქიის გადაწყვეტილების დალოდებისკენ მოუწოდა.

პაპ ლეო XIV-ს ჩაუტარდა ფილტვის ოპერაცია

ვატიკანმა განაცხადა, რომ ოპერაცია წარმატებით და გართულებების გარეშე ჩატარდა. 71 წლის პაპი გონს მოვიდა და საავადმყოფოს პალატაში დაბრუნდა.

სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება დაიწყო

ღვთისმსახურებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III წმინდა სინოდის წევრებთან და სხვადასხვა მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებთან ერთად აღავლენს.

„ღირებულებითი განათლების“ კლუბში გადამზადების მეორე ეტაპი დაიწყო

გადამზადება ფსიქოლოგ რუსუდან კილაძის მონაწილეობით მიმდინარეობს და სკოლებში მოქმედი კლუბების საქმიანობის მხარდაჭერას ემსახურება.

„ტვ პირველისა“ და „ფორმულას“ ჟურნალისტები სვეტიცხოვლობის დღესასწაულს ვერ გააშუქებენ

გავრცელებული განცხადების თანახმად, გადაწყვეტილების მიზეზად ტაძრის ტერიტორიაზე მოქმედი შინაგანაწესის არაერთგზის დარღვევა დასახელდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი საეკლესიო დელეგაციების წარმომადგენლებს შეხვდა

შეხვედრაზე უირადღბა გამახვილდა საქართველოს ეკლესიის განსაკუთრებულ როლზე ქვეყანაში სულიერი ღირებულებების შენარჩუნებისა და განმტკიცების საქმეში.