სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება დაიწყო

დღეს 10:27
32
სადღესასწაულო ღვთისმსახურება სვეტიცხოველში. ფოტო მჟკ სადღესასწაულო ღვთისმსახურება სვეტიცხოველში. ფოტო მჟკ

ღვთისმსახურებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III წმინდა სინოდის წევრებთან და სხვადასხვა მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებთან ერთად აღავლენს.

 საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. 

სვეტიცხოვლობა (იგივე მცხეთობა ან კვართის დღესასწაული) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რომელიც ყოველწლიურად 14 ოქტომბერს აღინიშნება. 1991 წლიდან, ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ეს დღე საქართველოში ოფიციალურ სახელმწიფო უქმე დღედაა გამოცხადებული.

ამ თემაზე „ტვ პირველისა“ და „ფორმულას“ ჟურნალისტები სვეტიცხოვლობის დღესასწაულს ვერ გააშუქებენ
გავრცელებული განცხადების თანახმად, გადაწყვეტილების მიზეზად ტაძრის ტერიტორიაზე მოქმედი შინაგანაწესის არაერთგზის დარღვევა დასახელდა.

ამ წუთებში, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება მიმდინარეობს.

ღვთისმსახურებას აღავლენს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III. მის უწმინდესობას თანამსახურებენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები და სხვადასხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, პატრიარქი შიო III იოანე ღვთისმეტყველის ხსენების დღეს ვერის ტაძარში მიბრძანდება.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ