7 ოქტომბერს ეკლესია წმინდა პირველმოწამე, მოციქულთასწორ თეკლას მოიხსენიებს

წმიდა პირველმოწამე, მოციქულთასწორი თეკლა. ფოტო: ღია წყარო
7 ოქტომბერს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია წმინდა პირველმოწამე, მოციქულთასწორი თეკლას ხსენებას აღნიშნავს.
წმინდა თეკლა პირველ საუკუნეში, ქალაქ იკონიაში, დიდგვაროვან და შეძლებულ ოჯახში დაიბადა. თვრამეტი წლის ასაკში იგი თამვირზე დანიშნეს, თუმცა პავლე მოციქულის ქადაგების მოსმენის შემდეგ ქრისტე ირწმუნა და გადაწყვიტა, ქალწულება დაემარხა და საკუთარი სიცოცხლე უფლისთვის მიეძღვნა.
მის გადაწყვეტილებას ოჯახის წინააღმდეგობა მოჰყვა. თეკლას საქმროს დასმენის საფუძველზე პავლე მოციქული დააპატიმრეს. წმინდა თეკლამ საპყრობილეში შეაღწია და სამი დღის განმავლობაში უსმენდა მის სწავლებას, რაც სარწმუნოებაში განამტკიცებდა.
ქრისტეს ერთგულებისა და ქორწინებაზე უარის გამო თეკლას ცეცხლში დაწვა მიუსაჯეს. წმინდანის ცხოვრების მიხედვით, იგი უშიშრად ავიდა კოცონზე, თუმცა ცეცხლმა ვერაფერი ავნო — უეცრად წამოსულმა სეტყვანარევმა წვიმამ ალი ჩააქრო.
გადარჩენილმა თეკლამ პავლე მოციქული მოძებნა და თანამგზავრებთან ერთად ანტიოქიაში გაემგზავრა. იქ მას კვლავ მოუწია განსაცდელების გადატანა. წმინდანი მხეცებს მიუგდეს და სხვა სასტიკი სატანჯველიც განუმზადეს, თუმცა ღვთის შემწეობით უვნებელი დარჩა. მომხდარის შემდეგ ქალაქის მმართველმა მისი გათავისუფლება ბრძანა.
პავლე მოციქულის კურთხევით, წმინდა თეკლა ისავრიის სელევკიის მახლობლად, კალამონის მთის გამოქვაბულში დამკვიდრდა. იგი მრავალი წლის განმავლობაში ქადაგებდა ღვთის სიტყვას და მრავალ ადამიანს ქრისტიანულ სარწმუნოებაზე მოაქცევდა. სწორედ ამ ღვაწლის გამო ეკლესია მას მოციქულთასწორს უწოდებს.
წმინდანს სასწაულებრივი კურნების ნიჭიც ჰქონდა მიმადლებული და ავადმყოფებს უსასყიდლოდ ეხმარებოდა. მისმა მოღვაწეობამ წარმართთა წინააღმდეგობა გამოიწვია. გადმოცემის თანახმად, როდესაც მოძალადეები მის შესაპყრობად მივიდნენ, თეკლამ უფალს შემწეობა სთხოვა. კლდე გაიპო, წმინდანი შეიფარა და კვლავ დაიხშო. ასე შეჰვედრა მან სული უფალს.
წმინდა თეკლას ცხოვრება ქრისტესადმი ერთგულების, სიმტკიცისა და ღვთის სიტყვის ქადაგებისთვის თავდადების მაგალითია.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მართლმადიდებელი ეკლესია 20 თებერვალს წმინდა კეთილმსახურ მეფე სოლომონ II-ს მოიხსენებს.
წაიკითხეთ ასევე
7 ოქტომბერს ეკლესია წმინდა პირველმოწამე, მოციქულთასწორ თეკლას მოიხსენიებს
წმინდა თეკლამ პავლე მოციქულის ქადაგებით ქრისტე ირწმუნა, მრავალი განსაცდელი დაითმინა და სიცოცხლე ღვთის სიტყვის გავრცელებას მიუძღვნა.
ბათუმის სასულიერო სემინარიაში მედავითნეობის შემსწავლელი კურსი გაიხსნება
სწავლება 14 ოქტომბერს დაიწყება — ლექციები კვირაში ორჯერ, ოთხშაბათსა და პარასკევს, 19:00 საათზე ჩატარდება.
11 ოქტომბერს „პალიასტომის“ ღვთისმშობლის ხატს ბაგრატის ტაძარში მიაბრძანებენ
ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე საღმრთო ლიტურგიასა და სამშვიდობო პარაკლისს აღასრულებს.
ობუჯში ლეო ქიაჩელის შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა
პროექტ „გმირის დღის“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებას ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის წარმომადგენელი, დეკანოზი ბასილ კაცია დაესწრო.
აშშ-ის მართლმადიდებელ ეპისკოპოსთა ასამბლეის მე-15 შეკრება დასრულდა
მღვდელთმთავრებმა ამერიკული ჟესტური ენის ლექსიკონი დაამტკიცეს და ერთიანი კატეხიზმოს შემუშავებაზე მუშაობა განაგრძეს.
წმინდა გაბრიელ მთავარეპისკოპოსის სამრევლოში ევროპული ენების დღე აღინიშნა
სასკოლო პროექტის „მრავალფეროვნება გვაერთიანებს“ ფარგლებში, მეხუთე კლასის მოსწავლეებისთვის შემეცნებითი შეხვედრა გაიმართა.