დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: შეხვედრა მტკივნეული საკითხების მოგვარების იმედია

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე. ფოტო: ერთსულოვნება
2026 წლის 30 სექტემბერს საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია, რომელსაც ვოლოკოლომის მიტროპოლიტი ანტონი ხელმძღვანელობდა. დელეგაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ მიიღო.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ, შეხვედრის შესახებ კომენტარი გააკეთა.
როგორც დეკანოზმა აღნიშნა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის პატრიარქად გამორჩევასთან დაკავშირებით მოსკოვის პატრიარქისა და მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვას.
შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე — აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში — არსებული მდგომარეობა და იქ საეკლესიო ცხოვრების საკითხები იყო.
„საუბარი ძირითადად შეეხო იმ უმთავრეს პრობლემურ საკითხებს, რომლებიც საქართველოს ეკლესიას აქვს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“, — აღნიშნა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
მისივე თქმით, შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ აღნიშნული საკითხები ორ ხალხს შორის ურთიერთობებზე უარყოფით გავლენას ახდენს და მნიშვნელოვანია ისეთი გზების მოძიება, რომლებიც არსებული პრობლემების გადალახვას შეუწყობს ხელს.
დეკანოზმა ასევე აღნიშნა, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული ვითარება საქართველოს ეკლესიისა და სრულიად საქართველოსთვის „მოუშუშებელ ჭრილობას“ წარმოადგენს. ამასთან, შეხვედრის მონაწილეებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ არსებობს გარკვეული რესურსი იმ საკითხებზე მუშაობისთვის, რომლებიც ორივე რეგიონში საეკლესიო ცხოვრების მოწესრიგებას უკავშირდება.
შეხვედრისას ასევე გაიხსენეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოღვაწეობა და ღვაწლი.
დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის შეფასებით, შეხვედრამ დატოვა იმედი, რომ მომავალში შესაძლებელი გახდება გარკვეული ნაბიჯებისა და გზების მოძიება, რათა არსებული მტკივნეული საკითხების მიმართულებით პოზიტიური ცვლილებების შესაძლებლობა გამოიკვეთოს.
მართლმადეიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავის აღნიშვნა.
წაიკითხეთ ასევე
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: შეხვედრა მტკივნეული საკითხების მოგვარების იმედია
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციის ვიზიტისა და შეხვედრის მთავარი საკითხების შესახებ ისაუბრა.
ლევან მაჭავარიანი: ,,ყველა ქარტეხილი დავძლიეთ, რადგან ქრისტიანობა გვაერთიანებდა''
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავის აღსანიშნავად კონფერენცია გაიმართა, რომელსაც საქართველოსა და სხვადასხვა მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავის აღნიშვნა
კონფერენციაზე სიტყვით საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები გამოვიდნენ — შეხვედრას საქართველოსა და სხვადასხვა ეკლესიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III დელეგაციების შეხვედრაზე მიბრძანდა
სასტუმრო „შერატონში“, სხვადასხვა მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის წარმომადგენლები და საქართველოს მთავრობის წევრები შეიკრიბნენ.
შერატონში მართლმადიდებელი ეკლესიების დელეგაციების შეხვედრა მიმდინარეობს
ღონისძიებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III დაესწრება.
მეუფე სტეფანემ ლასურიაშის საჯარო სკოლაში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა
ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა ლასურიაშის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში წირვა აღასრულა.