ჯვართამაღლების დღესასწაულზე მეუფე იობი სადღესასწაულო ლიტურგიას აღავლენს

მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი. ფოტო: ეპარქიის გვერდი

27 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით, ყოვლადუსამღვდელოესი მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი) სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიას აღავლენს.

ამ თემაზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მცხეთის ჯვრის დღესასწაულს აღნიშნავს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთ-ხევით ჯვრის მონასტერში ღვთისმსახურება 1989 წლის იანვრიდან აღდგა.

ჯვართამაღლება (მსოფლიო ამაღლება პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯვრისა) არის ერთ-ერთი უდიდესი, ათორმეტთაგანი ქრისტიანული საეკლესიო დღესასწაული, რომელიც მართლმადიდებლურ სამყაროში ყოველი წლის 27 სექტემბერს (ძველი სტილით 14 სექტემბერს) აღინიშნება. ეს დღე უფლის ცხოველსმყოფელი ჯვრის განდიდებასა და თაყვანისცემას ეძღვნება.

მღვდელმთავრული მსახურება სამწევრისის ჯვართამაღლების სახელობის მამათა მონასტერში გაიმართება და დილის 09:00 საათზე დაიწყება.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა დაწერა, მართლმადიდებლები წმინდა ჯვრის ამაღლებას აღნიშნავენ.

წაიკითხეთ ასევე

ჯვართამაღლების დღესასწაულზე მეუფე იობი სადღესასწაულო ლიტურგიას აღავლენს

მღვდელმთავრული მსახურება სამწევრისის ჯვართამაღლების სახელობის მამათა მონასტერში 09:00 საათზე დაიწყება.

წმინდა გიორგის სკოლა-გიმნაზიაში დეკანოზი ნიკოლოზ ლატარია მოსწავლეებს შეხვდა

სკოლა-გიმნაზიაში პროექტის „მოძღვრის საათი — შეხვედრა მოძღვართან“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს თავდაცვის ძალებში სამხედრო მოძღვრის დღე აღინიშნა

25 სექტემბერს, წმინდა მღვდელმთავარ გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, საქართველოს თავდაცვის ძალებში სამხედრო მოძღვრის (კაპელანის) დღე აღინიშნა.

შაშიანში VI საუკუნის ქვითკირით ნაშენი საწნახელი და მარანი აღმოაჩინეს

აღმოჩენა ადრეულ შუა საუკუნეებში კახეთში მევენახეობა-მეღვინეობის კულტურის განვითარების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა.

მარტვილის მერმა წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ძეგლი ყვავილებით შეამკო

გიორგი ნაჭყებიამ წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მარტვილთან დამეგობრებული ქალაქების დელეგაციებთან ერთად პატივი მიაგო წმინდანის ხსოვნას.

საქართველოს საპატრიარქო სრულიად საქართველოს ულოცავს სამხედრო მოძღვრის დღეს

25 სექტემბერს საქართველოში სამხედრო მოძღვრის (კაპელანის) დღე პირველად აღინიშნება. სიმბოლურია, რომ ეს დღე ღირსი გიორგი ჭყონდიდელის ხსენებას ემთხვევა.