ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა

მიტროპოლიტმა გერასიმემ ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა. ფოტო: ეპარქიის გვერდი

19 სექტემბერს, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ ნეკრესელი მიტროპოლიტის, სერგი (ჩეკურიშვილის) სულის მოსახსენებელი პარაკლისი აღასრულა.

2021 წლის 19 სექტემბერს, ხუთი წლის წინ, ღმრთივმიიცვალა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგი (ჩეკურიშვილი).

პარაკლისის აღსრულებისას სასულიერო პირებმა და მრევლმა გარდაცვლილი მღვდელმთავრის სულის მოსახსენებლად ილოცეს.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ზუგდიდის საკათედრო ტაძარში ღამისთევით მსახურება აღესრულა.

ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა

2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.

ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა

ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.

მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა

ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.

დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს

ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.

ბაგების მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების დროებითი ცვლილებაა

საკურთხეველში მიმდინარე სამუშაოების გამო, ღვთისმსახურება 26–27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით აღესრულება.