ათენის საერთაშორისო ბანაკის მონაწილეებს დავით ფაცაცია სარფში შეხვდა

ათენის საერთაშორისო ბანაკის მონაწილეებს დავით ფაცაცია სარფში შეხვდა

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია სარფში ათენის საერთაშორისო ბანაკის მესამე ნაკადის მონაწილეებს შეხვდა და მათ ბანაკში მიღებული შთაბეჭდილებები მოისმინა.

ბანაკი საქართველოს საპატრიარქოს ლოცვა-კურთხევით, ქალაქ ათენის მერიის თანამშრომლობითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით განხორციელდა. პროექტში მონაწილეობდნენ აფხაზეთიდან დევნილი, მათ შორის სოფელ ფერიაში მცხოვრები ეთნიკურად აფხაზი, 12-დან 16 წლამდე ახალგაზრდები.

14 დღის განმავლობაში ბანაკის მონაწილეებისთვის სხვადასხვა კულტურულ-შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება გაიმართა. ახალგაზრდებმა ასევე მოინახულეს ათენის ისტორიული ადგილები და გაეცნენ ქალაქის კულტურულ მემკვიდრეობას.

ბანაკის დახურვის საზეიმო ღონისძიებაზე მონაწილეებმა მოწვეულ სტუმრებს სპექტაკლი „ჰელადოს!“ წარუდგინეს. პროგრამა ასევე მოიცავდა შემოქმედებით ნომრებს, ქორეოგრაფიულ და მუსიკალურ პერფორმანსებს.

სარფში გამართულ შეხვედრაზე ახალგაზრდებმა დავით ფაცაციას ბანაკში მიღებული გამოცდილება და შთაბეჭდილებები გაუზიარეს. მინისტრმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდებისთვის მსგავსი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია, რადგან ისინი მათ კულტურულ და საგანმანათლებლო გამოცდილებას აძლევს და საზოგადოებაში აქტიური მონაწილეობისთვის ამზადებს.

დავით ფაცაციამ ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ ბანაკში მიღებული გამოცდილება მათ მომავალში კიდევ უფრო მეტად დაეხმარება, გახდნენ საზოგადოების ძლიერი, განვითარებული და ღირსეული წარმომადგენლები.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, დავით ფაცაცია თბილისის ზღვაზე მდებარე ბავშვთა თავშესაფარს ეწვია.

სირიაში წმინდა სვიმეონ მესვეტის უძველესი სვეტი აღადგინეს

მიწისძვრების შემდეგ ალეპოს ეპარქიაში უძველესი მე-5 საუკუნის მონასტრის ნანგრევები გაიწმინდა.

ათენის საერთაშორისო ბანაკის მონაწილეებს დავით ფაცაცია სარფში შეხვდა

აფხაზეთიდან დევნილი და ეთნიკურად აფხაზი 12-დან 16 წლამდე ახალგაზრდებისთვის ათენში 14-დღიანი კულტურულ-შემეცნებითი ბანაკი გაიმართა.

ბრუკლინის ქართულ სამრევლოში ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს აღნიშნავენ

20 სექტემბერს, დღესასწაულის წინ, ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურებას ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა (ინწკირველი) სამღვდელოებასთან ერთად აღასრულებს.

„ახალი ბანას“ გუნდი საიუბილეო ღონისძიებაში მონაწილეობდა

საიუბილეო ღონისძიებაზე ბავშვთა გუნდმა მუსიკალური ნომრები შეასრულა და კოლეჯს იუბილე მიულოცა.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხის ძირითადი ნაწილი არ დაიხარჯა

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, ამის შესახებ ინფორმაცია დაკრძალვის პერიოდში, მათ შორის, თიკა რუხაძესთან კომუნიკაციის შედეგად, თავიდანვე ჰქონდათ.

გორის სკოლა-გიმნაზიაში ქრისტიანობის 1700 წლისთავთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

ღონისძიების ფარგლებში სიტყვით გამოვიდა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია, პროფესორებმა კი საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრეს.