დავით ფაცაცია თბილისის ზღვაზე მდებარე ბავშვთა თავშესაფარს ეწვია

2824
08 აპრილი 09:48
23
და­ვით ფა­ცა­ცია აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პირ­თა მი­ნის­ტრი ბავშვთა თავშესაფარში. ფოტო: David Patsatsia / დავით ფაცაცია და­ვით ფა­ცა­ცია აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პირ­თა მი­ნის­ტრი ბავშვთა თავშესაფარში. ფოტო: David Patsatsia / დავით ფაცაცია

აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს საჩუქრები და სასურსათო პროდუქტები ამერიკული ფონდისა და პარტნიორი კომპანიების მხარდაჭერით გადაეცათ.

თბილისის ზღვაზე მდებარე ბაგა-ბაღსა და საპატრიარქოს პატრონაჟის ქვეშ მყოფ ბავშვთა თავშესაფარში — „კიდევაც დაიზრდებიან“ — ქველმოქმედებითი ვიზიტი გაიმართა. ინიციატივის ფარგლებში, ამერიკული საერთაშორისო ფონდის „კეთილი სამარიტელი“ და პარტნიორი კომპანიების მხარდაჭერით, აღსაზრდელებს მცირე საჩუქრები და სასურსათო პროდუქტები გადაეცათ.

ვიზიტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებთან შეხვედრას. ორგანიზატორების განცხადებით, შეხვედრა ემოციური და შთამბეჭდავი იყო, განსაკუთრებით კი ბავშვების გულწრფელი სიხარული და დადებითი განწყობა.

საქველმოქმედო აქტივობის განხორციელებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ამერიკულმა საერთაშორისო ფონდმა „კეთილი სამარიტელი“, ინდივიდუალურმა მეწარმემ მანანა ღვინცაძემ, კომპანიებმა „მეგაკომპანიამ“ და „დიელ სერვისმა“, ასევე სხვა პარტნიორებმა, რომლებმაც საჩუქრები და სასურსათო პროდუქტები უსასყიდლოდ გადასცეს.

ორგანიზატორები იმედს გამოთქვამენ, რომ მსგავსი ინიციატივები მომავალშიც გაგრძელდება და სხვა კომპანიებისთვისაც სამაგალითო გახდება, რათა ერთობლივი ძალისხმევით მეტი მხარდაჭერა გაეწიოს აფხაზეთიდან დევნილ ოჯახებსა და ბავშვებს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ