რენეში დეკანოზმა სპირიდონ გრიგოლაშვილმა საღმრთო მსახურებები აღასრულა

 დეკანოზი სპირიდონ გრიგოლაშვილი. ფოტო: მთ.ანგელოზ გაბრიელის სამრევლო ბრეტანში

დეკანოზი სპირიდონ გრიგოლაშვილი. ფოტო: მთ.ანგელოზ გაბრიელის სამრევლო ბრეტანში

დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის კურთხევით, ქალაქ რენეში 29 და 30 აგვისტოს საღვთისმსახურო მსახურებები აღესრულა.

29 აგვისტოს, 18:00 საათზე, დეკანოზმა სპირიდონ გრიგოლაშვილმა საღამოს მსახურება ჩაატარა. მსახურების დასრულების შემდეგ მამა სპირიდონმა მორწმუნეთა აღსარებები ჩაიბარა.

30 აგვისტოს კი დილის 10:00 საათზე, დეკანოზმა სპირიდონმა საღმრთო ჟამისწირვა აღასრულა.

საღმრთო მსახურებებს ადგილობრივი მრევლი დაესწრო და სასულიერო პირისგან კურთხევა და სულიერი დარიგება მიიღო.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა დაწერა, რენეში ფერისცვალების დღესასწაულზე ტაძარი მომლოცველებისთვის ღია იქნება.

თბილისში წმინდა ნინოს ეკლესიის რეაბილიტაცია იგეგმება

შიო ჩიტაძის ქუჩაზე მდებარე ისტორიული ტაძრის პროექტი კონსტრუქციული მდგომარეობის გაუმჯობესებას, დაზიანებების აღმოფხვრასა და ავთენტური სახის შენარჩუნებას ითვალისწინებს.

სვეტიცხოვლის სარეაბილიტაციო სამუშაოების მომზადებაში იტალიური კომპანია ჩაერთო

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ტაძარში არსებულ მდგომარეობასა და დაგეგმილ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო — კვლევები საერთაშორისო ექსპერტებისა და ქართველი სპეციალისტების მონაწილეობით წარიმართება.

მეუფე გიორგი: „ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა პირიქით“

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი ციფრული ფულის საკითხზე ფართო საზოგადოებრივი განხილვის, პირადი ცხოვრების დაცვისა და ნაღდი ფულის გამოყენების შესაძლებლობის შენარჩუნების აუცილებლობაზე საუბრობს.

მიტროპოლიტმა იოანემ წმინდა კვიპრიანესა და იუსტინას ტაძარში პარაკლისი აღასრულა

ღვთისმსახურება წმინდა დიდმოწამეთა დავით და კონსტანტინე მხეიძეების, მღვდელმოწამე კვიპრიანესა და ქალწულმოწამე იუსტინას ხსენების დღეს გაიმართა.

ფილადელფიაში სვეტიცხოვლობა საზეიმო ღვთისმსახურებით აღინიშნა

საღმრთო ლიტურგია ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ აღავლინა — მრევლს ღვთისმშობლის წილხვდომილობის ხატისა და წმინდა გაბრიელ ბერის წმინდა ნაწილების მოლოცვის შესაძლებლობა მიეცა.

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო 14 ოქტომბერს სამთავროს მონასტერში აღვლენილ ღვთისმსახურებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და საეკლესიო თანამსახურების წესზე განმარტება გაავრცელა.