გარდაიცვალა ფოთისა და ხობის ეპარქიის მღვდელმსახური,დეკანოზი იოსებ ხურცილავა

დეკანოზი იოსებ ხურცილავა

დეკანოზი იოსებ ხურცილავა

11 აგვისტოს გარდაიცვალა ფოთის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი იოსებ ხურცილავა.

დეკანოზ იოსებ ხურცილავას დაკრძალვა შაბათს, 15 აგვისტოს, 15:00 საათზე, ფოთში, კუნძულის უბნის სასაფლაოზე გაიმართება.

ფოთისა და ხობის ეპარქია მწუხარებას გამოთქვამს დეკანოზ იოსებ ხურცილავას გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს განსვენებულის ოჯახს, ახლობლებს, სამწყსოსა და ეპარქიის სამღვდელოებას.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, გარდაიცვალა ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, მეუფე იაკობის დედა.

თბილისში წმინდა ნინოს ეკლესიის რეაბილიტაცია იგეგმება

შიო ჩიტაძის ქუჩაზე მდებარე ისტორიული ტაძრის პროექტი კონსტრუქციული მდგომარეობის გაუმჯობესებას, დაზიანებების აღმოფხვრასა და ავთენტური სახის შენარჩუნებას ითვალისწინებს.

სვეტიცხოვლის სარეაბილიტაციო სამუშაოების მომზადებაში იტალიური კომპანია ჩაერთო

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ტაძარში არსებულ მდგომარეობასა და დაგეგმილ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო — კვლევები საერთაშორისო ექსპერტებისა და ქართველი სპეციალისტების მონაწილეობით წარიმართება.

მეუფე გიორგი: „ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა პირიქით“

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი ციფრული ფულის საკითხზე ფართო საზოგადოებრივი განხილვის, პირადი ცხოვრების დაცვისა და ნაღდი ფულის გამოყენების შესაძლებლობის შენარჩუნების აუცილებლობაზე საუბრობს.

მიტროპოლიტმა იოანემ წმინდა კვიპრიანესა და იუსტინას ტაძარში პარაკლისი აღასრულა

ღვთისმსახურება წმინდა დიდმოწამეთა დავით და კონსტანტინე მხეიძეების, მღვდელმოწამე კვიპრიანესა და ქალწულმოწამე იუსტინას ხსენების დღეს გაიმართა.

ფილადელფიაში სვეტიცხოვლობა საზეიმო ღვთისმსახურებით აღინიშნა

საღმრთო ლიტურგია ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ აღავლინა — მრევლს ღვთისმშობლის წილხვდომილობის ხატისა და წმინდა გაბრიელ ბერის წმინდა ნაწილების მოლოცვის შესაძლებლობა მიეცა.

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო 14 ოქტომბერს სამთავროს მონასტერში აღვლენილ ღვთისმსახურებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და საეკლესიო თანამსახურების წესზე განმარტება გაავრცელა.