ჭყონდიდის ეპარქიაში მეუფე სტეფანეს პატივსაცემად ანსამბლმა „ლაშხეთმა“ კონცერტი გამართა

ანსამბლ "ლაშხეთის" კონცერტი, რომელიც მიტროპოლიტ სტეფანეს პატივსაცემად გაიმართა

ანსამბლ "ლაშხეთის" კონცერტი, რომელიც მიტროპოლიტ სტეფანეს პატივსაცემად გაიმართა

ჭყონდიდის ეპარქიაში, მეუფე სტეფანეს (კალაიჯაშვილი) პატივსაცემად, ფოლკლორულმა ანსამბლმა „ლაშხეთმა“ საზეიმო კონცერტი გამართა.

ღონისძიებაზე შესრულდა ქართული მრავალხმიანი ხალხური სიმღერები და საეკლესიო საგალობლები, რომლებმაც განსაკუთრებული სულიერი და სადღესასწაულო განწყობა შექმნა. კონცერტს ესწრებოდნენ სასულიერო პირები, მრევლი და მოწვეული სტუმრები.

საღამოს დასასრულს ანსამბლის წევრებს მადლობა გადაუხადეს ქართული კულტურის, ტრადიციებისა და სულიერი მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და პოპულარიზაციისთვის.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ნორიოდან სუჯუნის წმინდა გიორგის დედათა მონასტრამდე მსვლელობა გაიმართა.

თბილისში წმინდა ნინოს ეკლესიის რეაბილიტაცია იგეგმება

შიო ჩიტაძის ქუჩაზე მდებარე ისტორიული ტაძრის პროექტი კონსტრუქციული მდგომარეობის გაუმჯობესებას, დაზიანებების აღმოფხვრასა და ავთენტური სახის შენარჩუნებას ითვალისწინებს.

სვეტიცხოვლის სარეაბილიტაციო სამუშაოების მომზადებაში იტალიური კომპანია ჩაერთო

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ტაძარში არსებულ მდგომარეობასა და დაგეგმილ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო — კვლევები საერთაშორისო ექსპერტებისა და ქართველი სპეციალისტების მონაწილეობით წარიმართება.

მეუფე გიორგი: „ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა პირიქით“

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი ციფრული ფულის საკითხზე ფართო საზოგადოებრივი განხილვის, პირადი ცხოვრების დაცვისა და ნაღდი ფულის გამოყენების შესაძლებლობის შენარჩუნების აუცილებლობაზე საუბრობს.

მიტროპოლიტმა იოანემ წმინდა კვიპრიანესა და იუსტინას ტაძარში პარაკლისი აღასრულა

ღვთისმსახურება წმინდა დიდმოწამეთა დავით და კონსტანტინე მხეიძეების, მღვდელმოწამე კვიპრიანესა და ქალწულმოწამე იუსტინას ხსენების დღეს გაიმართა.

ფილადელფიაში სვეტიცხოვლობა საზეიმო ღვთისმსახურებით აღინიშნა

საღმრთო ლიტურგია ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ აღავლინა — მრევლს ღვთისმშობლის წილხვდომილობის ხატისა და წმინდა გაბრიელ ბერის წმინდა ნაწილების მოლოცვის შესაძლებლობა მიეცა.

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო 14 ოქტომბერს სამთავროს მონასტერში აღვლენილ ღვთისმსახურებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და საეკლესიო თანამსახურების წესზე განმარტება გაავრცელა.