ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში ადიქციის შესახებ ლექცია გაიმართა

ლექცია ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში

ახალგაზრდულ ბანაკებში გრძელდება შეხვედრები ადიქციის, ფსიქო-სოციალურ და სულიერ პრობლემებთან დაკავშირებით.
შეხვედრები საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და ახალგაზრდობის სააგენტოს ერთობლივი ორგანიზებით ხორციელდება და მათ სასულიერო პირები და ფსიქოლოგები წარმართავენ.


ყოველ წელს აღნიშნულ შეხვედრებს ათასობით სტუდენტი თუ საშუალო სკოლის მოსწავლე ესწრება.
პროექტის ფარგლებში, ამა წლის 1 აგვისტოს ანაკლიის ბანაკში საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილმა და ადიქტოლოგმა ზაზა კალანდარიშვილმა გამართეს ერთობლივი ლექცია ნარკო, ალკო, თამბაქო და გაჯეტდამოკიდებულების, ამ პრობლემებზე ცნობიერების ამაღლებისა და პრევენციის შესახებ.
შეხვედრას ესწრებოდა საშუალო სკოლის უფროსი კლასების 250 მოსწავლე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. საღამოს ბოლოს ასევე ჩატარდა თეატრალური წარმოდგენა „წითელი ანარეკლი“, რომელიც 1937 წლის რეპრესიებს შეეხება.
აღნიშნული შეხვედრები ყოველკვირეულად ჩატარდება და 15 სექტემბრამდე გაგრძელდება.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მიტროპოლიტმა გერასიმემ საკვირაო საღმრთო ლიტურგია აღავლინა.

21 სექტემბერს რუსთავში საჯარო ლექცია გაიმართება

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ლექციები თემებზე „ქართული ჰაგიოგრაფია“ და „წმინდა ნინო — დედა ქართლისა“.

შიდა ქართლის ჩრდილოეთ სოფლებში ლოცვითი მსვლელობა გრძელდება

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით, მეუფე ანდრიას ეპარქიებში ლოცვითი მსვლელობა იმართება.

კვიპროსის ეკლესია: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეაჩეროს სტავროვუნის მონასტერთან კარიერის გაფართოება

კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდი 2026 წლის 17 სექტემბერს შეიკრიბა სტავროვუნის მონასტრის ტერიტორიაზე კარიერის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით.

გერმანიაში ისლამისტი მიგრანტი დააკავეს, რომელიც ეკლესიაზე თავდასხმას გეგმავდა

გამომძიებლების თქმით, 24 წლის ერაყელმა შეიძინა იარაღი და დაათვალიერა ბრემენში მდებარე ეკლესია, რომელზეც თავდასხმას გეგმავდა.

ღვთისმშობლის შობის სადღესასწაულო ღამისთევის მსახურება ჩატარდება ზემო ბეთლემის ტაძარში

ღვთისმსახურებას ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იოანე აღავლენს.

საქართველოს საპატრიარქოში მორიგი ღონისძიება გაიმართა

2026 წელს პროგრამაში 288 საჯარო სკოლა ჩაერთო — ღირებულებითი განათლების კლუბები სკოლებში მუშაობას მომავალი კვირიდან დაიწყებენ.