ნაკიფუში წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძრის საფუძველი აკურთხეს

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე. ფოტო: ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია

2026 წლის 29 ივლისს, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ, ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად, ნაკიფუში წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძრის საფუძვლის კურთხევის წესი აღასრულა.

საზეიმო ღონისძიებას ადგილობრივი მოსახლეობა, მრევლი და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. საფუძვლის კურთხევა მნიშვნელოვანი ეტაპია ტაძრის მშენებლობის პროცესში და საფუძველს უყრის ახალ სულიერ კერას, რომელიც მომავალში მრევლის ლოცვისა და საეკლესიო ცხოვრების ცენტრი გახდება.

მიტროპოლიტმა გერასიმემ დამსწრეებს მიმართა და ტაძრის მშენებლობაში ჩართულ პირებს მადლობა გადაუხადა. მან დალოცა მომავალი მშენებლობა და ისურვა, რომ წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძარი მრავალი თაობისთვის რწმენის, ერთობისა და სულიერი განმტკიცების ადგილი გახდეს.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, პაპუაშვილი: ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია ქართული ეროვნული თვითმყოფადობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საყრდენია.

შიდა ქართლის ჩრდილოეთ სოფლებში ლოცვითი მსვლელობა გრძელდება

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით, მეუფე ანდრიას ეპარქიებში ლოცვითი მსვლელობა იმართება.

კვიპროსის ეკლესია: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეაჩეროს სტავროვუნის მონასტერთან კარიერის გაფართოება

კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდი 2026 წლის 17 სექტემბერს შეიკრიბა სტავროვუნის მონასტრის ტერიტორიაზე კარიერის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით.

გერმანიაში ისლამისტი მიგრანტი დააკავეს, რომელიც ეკლესიაზე თავდასხმას გეგმავდა

გამომძიებლების თქმით, 24 წლის ერაყელმა შეიძინა იარაღი და დაათვალიერა ბრემენში მდებარე ეკლესია, რომელზეც თავდასხმას გეგმავდა.

ღვთისმშობლის შობის სადღესასწაულო ღამისთევის მსახურება ჩატარდება ზემო ბეთლემის ტაძარში

ღვთისმსახურებას ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იოანე აღავლენს.

საქართველოს საპატრიარქოში მორიგი ღონისძიება გაიმართა

2026 წელს პროგრამაში 288 საჯარო სკოლა ჩაერთო — ღირებულებითი განათლების კლუბები სკოლებში მუშაობას მომავალი კვირიდან დაიწყებენ.

ეკლესია იოანე ნათლისმცემლის მშობლებს მოიხსენებს

მართალი ელისაბედი თავის მეუღლის მიცვალებიდან ორმოცი დღის შემდეგ გავიდა ამსოფლიდან, უფლის მფარველობის ქვეშ მყოფი წმიდა იოანე კი უდაბნოში ცხოვრობდა მანამ, სანამ ებრაელი ხალხის წინაშე მისი გამოჩენის ჟამმა არ მოაწია.