გამოვიდა გაზეთ „საპატრიარქოს უწყებანის“ 2026 წლის №15 ნომერი

გაზეთ „საპატრიარქოს უწყებანის“ 2026 წლის მე-15 ნომერი

გაზეთ „საპატრიარქოს უწყებანის“ 2026 წლის №15 ნომერი უკვე გამოიცა. ახალი გამოცემა მკითხველს სთავაზობს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების, საეკლესიო ქადაგებების, ისტორიული სტატიებისა და საერთაშორისო მართლმადიდებლური სიახლეების ფართო მიმოხილვას.

ნომერში გამოქვეყნებულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის შიო III-ის ქადაგებები სულთმოფენობიდან მერვე კვირისა და ვლაქერნობის დღესასწაულთან დაკავშირებით.

გამოცემაში ასევე წარმოდგენილია საეკლესიო ცხოვრების ამსახველი მასალები, მათ შორის: ვლაქერნობის დღესასწაულზე ზუგდიდის საკათედრო ტაძარში აღვლენილი სადღესასწაულო ღვთისმსახურება, კათოლიკოს-პატრიარქის ვიზიტი სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიაში, კულტურის მინისტრთან შეხვედრა, ხელდასხმა, საიუბილეო მილოცვები, ინფორმაცია თაღლითობის შესახებ, ასევე პუბლიკაციები ილიაობისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულებთან დაკავშირებით.

გაზეთში ასახულია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის საქმიანობაც, მათ შორის ვანისა და ბაღდათის ეპარქიის სასულიერო პირებისთვის გამართული გადამზადების კურსი და მორიგი საქველმოქმედო-საგანმანათლებლო ღონისძიება.

უცხოეთის ქრონიკის განყოფილებაში მკითხველი გაეცნობა მსოფლიო მართლმადიდებლურ სივრცეში განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის იერუსალიმის პატრიარქის ვიზიტს მსოფლიო საპატრიარქოში, იერუსალიმში აღმოჩენილ ისტორიულ არქეოლოგიურ მიგნებებსა და ისრაელის მზადებას ქრისტეს ნათლობის 2000 წლის იუბილეს აღსანიშნავად.

გამოცემაში ასევე წარმოდგენილია სერგი გორგაძის ისტორიული ნაშრომი „საქართველოს ეკლესია და მისი დამოუკიდებლობა (წარსული, აწმყო და მომავალი)“, ასევე სხვა მნიშვნელოვანი პუბლიკაციები.

გაზეთ „საპატრიარქოს უწყებანის“ 2026 წლის №15 ნომრის შეძენა შესაძლებელია ტაძრებში, ჟურნალ-გაზეთების ჯიხურებსა და სპეციალურ სტენდებთან.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, შიო III-მ ერკეთის დედათა მონასტრის წინამძღვარი და მონასტრის წევრები მიიღო.

შიდა ქართლის ჩრდილოეთ სოფლებში ლოცვითი მსვლელობა გრძელდება

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით, მეუფე ანდრიას ეპარქიებში ლოცვითი მსვლელობა იმართება.

კვიპროსის ეკლესია: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეაჩეროს სტავროვუნის მონასტერთან კარიერის გაფართოება

კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდი 2026 წლის 17 სექტემბერს შეიკრიბა სტავროვუნის მონასტრის ტერიტორიაზე კარიერის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით.

გერმანიაში ისლამისტი მიგრანტი დააკავეს, რომელიც ეკლესიაზე თავდასხმას გეგმავდა

გამომძიებლების თქმით, 24 წლის ერაყელმა შეიძინა იარაღი და დაათვალიერა ბრემენში მდებარე ეკლესია, რომელზეც თავდასხმას გეგმავდა.

ღვთისმშობლის შობის სადღესასწაულო ღამისთევის მსახურება ჩატარდება ზემო ბეთლემის ტაძარში

ღვთისმსახურებას ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იოანე აღავლენს.

საქართველოს საპატრიარქოში მორიგი ღონისძიება გაიმართა

2026 წელს პროგრამაში 288 საჯარო სკოლა ჩაერთო — ღირებულებითი განათლების კლუბები სკოლებში მუშაობას მომავალი კვირიდან დაიწყებენ.

ეკლესია იოანე ნათლისმცემლის მშობლებს მოიხსენებს

მართალი ელისაბედი თავის მეუღლის მიცვალებიდან ორმოცი დღის შემდეგ გავიდა ამსოფლიდან, უფლის მფარველობის ქვეშ მყოფი წმიდა იოანე კი უდაბნოში ცხოვრობდა მანამ, სანამ ებრაელი ხალხის წინაშე მისი გამოჩენის ჟამმა არ მოაწია.