თელავში აზროვნების აკადემიის სალონური საუბრები გაიმართა
სალონური საუბრები თელავში დეკანოზი თეოდორე გიგნაძის ხელმძღვანელობით. ფოტო: აზროვნების აკადემია
16 ივლისს თელავში აზროვნების აკადემიამ მორიგი სალონური საუბრები გამართა, რომელსაც დეკანოზი თეოდორე გიგნაძე წარუძღვა.
შეხვედრის ფარგლებში დამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ საინტერესო დისკუსიაში, მოესმინათ დეკანოზ თეოდორე გიგნაძის მოსაზრებები და მათთვის საინტერესო თემებზე კითხვები დაესვათ.
ღონისძიება თელავის მუნიციპალიტეტის მერიისა და თელავის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანების მხარდაჭერით გაიმართა.
აზროვნების აკადემიის სალონური საუბრები მიზნად ისახავს საზოგადოებაში აქტუალური სულიერი, კულტურული და ინტელექტუალური საკითხების განხილვას, ღია დიალოგისა და აზრთა ურთიერთგაცვლის ხელშეწყობას.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მამა თეოდორე გიგნაძე – საქართველოს სულიერი ცხოვრების ერთ-ერთი წამყვანი ხმა.
21 სექტემბერს რუსთავში საჯარო ლექცია გაიმართება
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ლექციები თემებზე „ქართული ჰაგიოგრაფია“ და „წმინდა ნინო — დედა ქართლისა“.
შიდა ქართლის ჩრდილოეთ სოფლებში ლოცვითი მსვლელობა გრძელდება
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით, მეუფე ანდრიას ეპარქიებში ლოცვითი მსვლელობა იმართება.
კვიპროსის ეკლესია: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეაჩეროს სტავროვუნის მონასტერთან კარიერის გაფართოება
კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდი 2026 წლის 17 სექტემბერს შეიკრიბა სტავროვუნის მონასტრის ტერიტორიაზე კარიერის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით.
გერმანიაში ისლამისტი მიგრანტი დააკავეს, რომელიც ეკლესიაზე თავდასხმას გეგმავდა
გამომძიებლების თქმით, 24 წლის ერაყელმა შეიძინა იარაღი და დაათვალიერა ბრემენში მდებარე ეკლესია, რომელზეც თავდასხმას გეგმავდა.
ღვთისმშობლის შობის სადღესასწაულო ღამისთევის მსახურება ჩატარდება ზემო ბეთლემის ტაძარში
ღვთისმსახურებას ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იოანე აღავლენს.
საქართველოს საპატრიარქოში მორიგი ღონისძიება გაიმართა
2026 წელს პროგრამაში 288 საჯარო სკოლა ჩაერთო — ღირებულებითი განათლების კლუბები სკოლებში მუშაობას მომავალი კვირიდან დაიწყებენ.