დავით ფაცაცია: მე მჯერა მსოფლიო პატრიარქის სიტყვების, რომ საქართველო მალე გაერთიანდება

დევნილთა მინისტრი დავით ფაცაცია მთავრობის წევრებთან ერთად პატრიარქ ბართლომეოსთან შეხვედრაზე. ფოტო: მჟკ

დევნილთა მინისტრი დავით ფაცაცია მთავრობის წევრებთან ერთად პატრიარქ ბართლომეოსთან შეხვედრაზე. ფოტო: მჟკ

სტამბოლში, მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსთან გამართულ შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, დაესწრო.

შეხვედრის დასრულების შემდეგ დავით ფაცაციამ მსოფლიო პატრიარქს მასპინძლობისა და ქართველი ახალგაზრდების მიმართ გამოჩენილი განსაკუთრებული ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადა.

„მსურს, გულწრფელი მადლობა გადავუხადო მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს. განსაკუთრებულად ამაღელვებელი იყო, რომ მან სითბოთი და სიყვარულით მოეფერა ჩვენს ახალგაზრდებს, დევნილ ბავშვებს. მინდა, განსაკუთრებით აღვნიშნო ის დიდი მხარდაჭერა და მზრუნველობა, რომელსაც მსოფლიო საპატრიარქო იჩენს ჩვენი დევნილი ახალგაზრდების მიმართ, მათ შორის აჭარაში მცხოვრები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდების მიმართ.

მსოფლიო საპატრიარქოს მფარველობა და გვერდში დგომა ჩვენი ახალგაზრდებისთვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია. მჯერა იმ სიტყვების, რომლებიც მსოფლიო პატრიარქმა წარმოთქვა, რომ საქართველო ძალიან მალე გაერთიანდება“, — განაცხადა დავით ფაცაციამ.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლები პატრიარქ ბართლომეოსს შეხვდნენ.

ეკლესია წმიდა და ყოვლადქებული მოციქულ თომას მოიხსენიებს

საეკლესიო მწერლების მოწმობით თომა მოციქულის წმიდა ნაწილები შემდგომში (385 წელს) ქალაქ ედესოში გადაასვენეს. მაგრამ, როგორც ცნობილია, ინდოეთშიც დარჩა მისი ზოგიერთი ნაწილი.

მალე ეკრანებზე გამოვა წმინდა იოსებ ისიქასტის შესახებ გადაღებული სერიალი

„წმინდა მაქსიმე აღმსარებლის ინსტიტუტის“ (Saint Maximus Institute) ნამუშევარი ტელეკომპანია „მეგაზე“ (Mega) გავა; წმინდანის ახალგაზრდობის წლებს ტასოს ლეკკასი განასახიერებს, ხოლო მოხუცებულობის პერიოდს — არის სერვეტალისი.

მიტროპოლიტმა დიმიტრიმ ირაკლი ჩხიკვაძეს დიაკვნად დაასხა ხელი

ახალხელდასხმული დიაკონი ბათუმის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში იმსახურებს.

ბულგარეთის პატრიარქმა ეკლესიაში არსებული უთანხმოებების დიალოგის გზით დაძლევისკენ მოუწოდა

ბულგარეთის ეკლესიის წინამძღვარმა არსებული უთანხმოების ფონზე პატრიარქ ბართლომეოსთან ერთად ერთობლივი აღნიშვნის მნიშვნელობა ახსნა.

შიო III ვეტერანებს: „მამულის სიყვარული,თავდადება და სიმამაცე საქმით დაამოწმეთ''

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ვეტერანებს პროფესიული დღე მიულოცა, სამშობლოს წინაშე მათი ღვაწლი აღნიშნა და გარდაცვლილი თანამებრძოლების სულების განსვენებისთვის ილოცა.

ბულგარეთისა და კონსტანტინოპოლის პატრიარქებმა წმინდა სოფიას საკათედრო ტაძარში ილოცეს

მიტროპოლიტმა ბარნაბამ ლიტურგია სოფიაში, ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში აღავლინა. წირვა წმინდა იოანე რილელის წლისთავს მიეძღვნა.