ვლაქერნობის სადღესასწაულო საღამოს ლოცვას მიტროპოლიტი გერასიმე აღავლენს

ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლაწმიდა ღმრთისმშობლის საკათედრო ტაძარი. ფოტო: მჟკ
ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში ვლაქერნობის დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო საღამოს ლოცვა აღევლინება.
მსახურებას მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე აღავლენს.
საღამოს ლოცვა 14 ივლისს, 17:00 საათზე დაიწყება. ეპარქია მორწმუნეებს ვლაქერნობის სადღესასწაულო ღვთისმსახურებაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.
შეგახსენებთ, 15 ივლისს მართლმადიდებელი ეკლესია ვლაქერნობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიდან სპეციალურ ლუსკუმაში ჩაბრძანებული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სამოსელს გამოაბრძანებენ.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში ვლაქერნობის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო.
წაიკითხეთ ასევე
თბილისში წმინდა ნინოს ეკლესიის რეაბილიტაცია იგეგმება
შიო ჩიტაძის ქუჩაზე მდებარე ისტორიული ტაძრის პროექტი კონსტრუქციული მდგომარეობის გაუმჯობესებას, დაზიანებების აღმოფხვრასა და ავთენტური სახის შენარჩუნებას ითვალისწინებს.
სვეტიცხოვლის სარეაბილიტაციო სამუშაოების მომზადებაში იტალიური კომპანია ჩაერთო
კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ტაძარში არსებულ მდგომარეობასა და დაგეგმილ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო — კვლევები საერთაშორისო ექსპერტებისა და ქართველი სპეციალისტების მონაწილეობით წარიმართება.
მეუფე გიორგი: „ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა პირიქით“
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი ციფრული ფულის საკითხზე ფართო საზოგადოებრივი განხილვის, პირადი ცხოვრების დაცვისა და ნაღდი ფულის გამოყენების შესაძლებლობის შენარჩუნების აუცილებლობაზე საუბრობს.
მიტროპოლიტმა იოანემ წმინდა კვიპრიანესა და იუსტინას ტაძარში პარაკლისი აღასრულა
ღვთისმსახურება წმინდა დიდმოწამეთა დავით და კონსტანტინე მხეიძეების, მღვდელმოწამე კვიპრიანესა და ქალწულმოწამე იუსტინას ხსენების დღეს გაიმართა.
ფილადელფიაში სვეტიცხოვლობა საზეიმო ღვთისმსახურებით აღინიშნა
საღმრთო ლიტურგია ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ აღავლინა — მრევლს ღვთისმშობლის წილხვდომილობის ხატისა და წმინდა გაბრიელ ბერის წმინდა ნაწილების მოლოცვის შესაძლებლობა მიეცა.
საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საპატრიარქო 14 ოქტომბერს სამთავროს მონასტერში აღვლენილ ღვთისმსახურებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და საეკლესიო თანამსახურების წესზე განმარტება გაავრცელა.