ეროვნულ სასახლეში გალობის უნივერსიტეტის საანგარიშო კონცერტი გაიმართა

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე. ფოტო: საზუ
4 ივლისს, ეროვნულ სასახლეში გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და უნივერსიტეტის მოკლევადიანი სასერტიფიკატო პროგრამის პირველი ნაკადის კურსდამთავრებულების ერთობლივი საანგარიშო კონცერტი გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
ღონისძიებას სასულიერო პირები, საკანონმდებლო ორგანოსა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები, ასევე მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
საზეიმო საღამოზე საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის ლოცვა-კურთხევა გადასცა სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და უნივერსიტეტის თანადამფუძნებლებს. მან სასწავლო წლის წარმატებით დასრულება მიულოცა დამსწრეებს და გაიხსენა გალობის უნივერსიტეტის დაარსებისას უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სიტყვები:
> „ჩვენ ვიწყებთ ძალიან დიდ საქმეს. დარწმუნებული ვარ, რომ ის ლოტბარები, რომლებსაც ჩვენ აღვზრდით, მთელ საქართველოში შექმნიან გუნდებს და მთელი საქართველო ადიდებს უფალს.“
დეკანოზმა ანდრიამ აღნიშნა, რომ ეს ხედვა წლების განმავლობაში რეალობად იქცა და დღეს გალობის უნივერსიტეტი წარმატებით ასრულებს საკუთარ მისიას. ამასთან დაკავშირებით მან მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტის დამფუძნებელს, ვანო ჩხარტიშვილს, და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ნანა გოთუას.
სტუდენტებს სასწავლო წლის წარმატებით დასრულება ასევე მიულოცეს საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ და გალობის უნივერსიტეტის დამფუძნებელმა, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ვანო ჩხარტიშვილმა.
უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნანა გოთუამ აღნიშნა, რომ გალობის უნივერსიტეტი 20 წლის იუბილეს ტრადიციულად საანგარიშო კონცერტით შეხვდა.
„ეს იყო კიდევ ერთი წარმატება ჩვენი სტუდენტებისა. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩვენი საუნჯე, დიდი ადამიანების მიერ დატოვებული განძი, საიმედო ხელშია — იმ თაობის ხელში, რომელიც გალობის უნივერსიტეტში ეუფლება ცოდნას და ამ ცოდნას მომავალ თაობებს გადასცემს,“ — განაცხადა ნანა გოთუამ.
საზეიმო ღონისძიების დასასრულს, წლის განმავლობაში მიღწეული წარმატებებისა და გალობის უნივერსიტეტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლებს მადლობის სიგელები და სპეციალური ჯილდოები გადაეცათ.
მართლმადეიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ თბილისის სასულიერო აკადემია Erasmus+ პროგრამაში მონაწილეობის მსურველებისთვის კონკურსს აცხადებს.
წაიკითხეთ ასევე
ამ წუთებში პატრიარქი შიო III წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ტაძარში მიბრძანდა
წმინდა მოციქულისა და მახარებლის მიცვალების დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სამღვდელოებასთან ერთად ღვთისმსახურებას აღავლენს.
პატრიარქი შიო III დღეს ვერის ტაძარში აღავლენს წირვას
სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია 10:00 საათზე დაიწყება.
ნიცის წმინდა ნიკოლოზის სამრევლოში 24 ოქტომბერს საღმრთო ლიტურგია აღევლინება
დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის ლოცვა-კურთხევით, წირვას იღუმენი ეფრემი (ჯოლოხავა) აღასრულებს; ასევე გაიმართება მიცვალებულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი.
გურჯაანისა და ველისციხის ეპარქიაში სასულიერო პირები დააჯილდოვეს
იღუმენ რაფაელსა და იღუმენ იოანეს საეკლესიო ჯილდოები მთავარეპისკოპოს ექვთიმეს წარდგინებითა და კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის ლოცვა-კურთხევით მიენიჭათ.
მიტროპოლიტმა სტეფანემ ლაილაშის ტაძარში ღვთისმსახურება აღასრულა
ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის დალოცვის ფარგლებში მეუფემ 8 ოქტომბერს საღმრთო ლიტურგია და პარაკლისი შეასრულა.
9 ოქტომბერს ეკლესია წმინდა იოანე ღვთისმეტყველის მიცვალებას იხსენებს
ქრისტეს საყვარელი მოწაფე წმინდა მოციქული და მახარებლი იოანე ღვთისმეტყველი რომლის ქადაგების უმთავრეს გზავნილს ღვთისა და მოყვასის სიყვარულს წარმოადგენდა.