ზემო ულუმბოს მონასტერში ღირსი მიქაელ ულუმბოელის ხსენების დღე საზეიმო ლიტურგიით აღინიშნა

სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი და ეპარქიაში სტუმრად მყოფი ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი. ფოტო: ეპარქიის გვერდი

სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი და ეპარქიაში სტუმრად მყოფი ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი. ფოტო: ეპარქიის გვერდი

1 ივლისს, ღირსი მამის, მიქაელ ულუმბოელის ხსენების დღესთან დაკავშირებით, ზემო ულუმბოს მამათა მონასტრის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია აღევლინა.

ღვთისმსახურებას ხელმძღვანელობდნენ ყოვლადუსამღვდელოესი, სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი და ეპარქიაში სტუმრად მყოფი ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი. მათთან ერთად ლიტურგიაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი და სხვადასხვა ეპარქიიდან მოწვეული სასულიერო პირები.

საღვთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ აღევლინა საერთო ლოცვა ღირსი მიქაელ ულუმბოელის მეოხების თხოვნით. მორწმუნეებმა ილოცეს საქართველოს მშვიდობის, ეკლესიის განმტკიცებისა და ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანის კეთილდღეობისთვის.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 1 ივლისს ეპისკოპოსი სვიმეონი ზემო ულუმბოს მონასტერში ღვთისმსახურებას აღავლენს.

თბილისში წმინდა ნინოს ეკლესიის რეაბილიტაცია იგეგმება

შიო ჩიტაძის ქუჩაზე მდებარე ისტორიული ტაძრის პროექტი კონსტრუქციული მდგომარეობის გაუმჯობესებას, დაზიანებების აღმოფხვრასა და ავთენტური სახის შენარჩუნებას ითვალისწინებს.

სვეტიცხოვლის სარეაბილიტაციო სამუშაოების მომზადებაში იტალიური კომპანია ჩაერთო

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ტაძარში არსებულ მდგომარეობასა და დაგეგმილ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო — კვლევები საერთაშორისო ექსპერტებისა და ქართველი სპეციალისტების მონაწილეობით წარიმართება.

მეუფე გიორგი: „ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა პირიქით“

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი ციფრული ფულის საკითხზე ფართო საზოგადოებრივი განხილვის, პირადი ცხოვრების დაცვისა და ნაღდი ფულის გამოყენების შესაძლებლობის შენარჩუნების აუცილებლობაზე საუბრობს.

მიტროპოლიტმა იოანემ წმინდა კვიპრიანესა და იუსტინას ტაძარში პარაკლისი აღასრულა

ღვთისმსახურება წმინდა დიდმოწამეთა დავით და კონსტანტინე მხეიძეების, მღვდელმოწამე კვიპრიანესა და ქალწულმოწამე იუსტინას ხსენების დღეს გაიმართა.

ფილადელფიაში სვეტიცხოვლობა საზეიმო ღვთისმსახურებით აღინიშნა

საღმრთო ლიტურგია ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ აღავლინა — მრევლს ღვთისმშობლის წილხვდომილობის ხატისა და წმინდა გაბრიელ ბერის წმინდა ნაწილების მოლოცვის შესაძლებლობა მიეცა.

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო 14 ოქტომბერს სამთავროს მონასტერში აღვლენილ ღვთისმსახურებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და საეკლესიო თანამსახურების წესზე განმარტება გაავრცელა.