1 ივლისს ეპისკოპოსი სვიმეონი ზემო ულუმბოს მონასტერში ღვთისმსახურებას აღავლენს

29 ივნისი 22:06
216
ყოვლადუსამღვდელოესი სურამისა  და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი ყოვლადუსამღვდელოესი სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი

სადღესასწაულო ლიტურგია ზემო ულუმბოს მამათა მონასტრის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება.

1 ივლისს, ღირსი მამის, მიქაელ ულუმბოელის ხსენების დღესთან დაკავშირებით, ყოვლადუსამღვდელოესი სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი სადღესასწაულო ღვთისმსახურებას აღავლენს ზემო ულუმბოს მამათა მონასტრის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში.

სადღესასწაულო ლიტურგია 10:00 საათზე დაიწყება.

მიქაელ ულუმბოელი ქართული ეკლესიის ერთ-ერთი გამორჩეული ღირსი მამაა, რომლის ხსენების დღე ყოველწლიურად განსაკუთრებული პატივით აღინიშნება. ამ დღეს მორწმუნეები ზემო ულუმბოს მონასტერში შეიკრიბებიან, რათა მონაწილეობა მიიღონ საზეიმო ღვთისმსახურებაში და ღირსი მამის ხსენებას ლოცვით მიაგონ პატივი.

სურამისა და ხაშურის ეპარქია მრევლსა და მომლოცველებს სადღესასწაულო ღვთისმსახურებაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

მართლმადეიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და მტკიცე რწმენის, სიმდაბლისა და სიყვარულის მნიშვნელობაზე იქადაგა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ