წყალტუბოს სოფელ მაღლაკში ოქონის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი აკურთხეს

მაღლაკის ოქონის წმ. გიორგის ტაძრის კურთხევა.

მაღლაკის ოქონის წმ. გიორგის ტაძრის კურთხევა.

27 ივნისს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში ოქონის წმინდა გიორგის სახელობის ახლადაშენებული ტაძარი საზეიმოდ იკურთხა. ტაძრის კურთხევის წესი ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ აღასრულა.

კურთხევის ცერემონიას სასულიერო პირები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მრავალი მორწმუნე ესწრებოდნენ. ტაძრის კურთხევის შემდეგ მიტროპოლიტმა იოანემ საზეიმო საღმრთო ლიტურგია აღავლინა და შეკრებილ მრევლს ქადაგებით მიმართა.

ქადაგებისას მღვდელმთავარმა წმინდა გიორგის ღვაწლსა და ქრისტიანული ცხოვრების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ყოველი ახალი ტაძარი არის ლოცვის, სულიერი განმტკიცებისა და ეკლესიური ერთობის მნიშვნელოვანი კერა, რომელიც მომავალ თაობებსაც მოემსახურება.

საზეიმო ღონისძიება მრევლის დალოცვითა და ტაძრის კურთხევის აღნიშვნით დასრულდა.

მართლმადეიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ ხაშურში ეპისკოპოსმა სვიმეონმა საკვირაო ლიტურგია აღავლინა და აბიტურიენტები დალოცა.

თბილისში წმინდა ნინოს ეკლესიის რეაბილიტაცია იგეგმება

შიო ჩიტაძის ქუჩაზე მდებარე ისტორიული ტაძრის პროექტი კონსტრუქციული მდგომარეობის გაუმჯობესებას, დაზიანებების აღმოფხვრასა და ავთენტური სახის შენარჩუნებას ითვალისწინებს.

სვეტიცხოვლის სარეაბილიტაციო სამუშაოების მომზადებაში იტალიური კომპანია ჩაერთო

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ტაძარში არსებულ მდგომარეობასა და დაგეგმილ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო — კვლევები საერთაშორისო ექსპერტებისა და ქართველი სპეციალისტების მონაწილეობით წარიმართება.

მეუფე გიორგი: „ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა პირიქით“

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი ციფრული ფულის საკითხზე ფართო საზოგადოებრივი განხილვის, პირადი ცხოვრების დაცვისა და ნაღდი ფულის გამოყენების შესაძლებლობის შენარჩუნების აუცილებლობაზე საუბრობს.

მიტროპოლიტმა იოანემ წმინდა კვიპრიანესა და იუსტინას ტაძარში პარაკლისი აღასრულა

ღვთისმსახურება წმინდა დიდმოწამეთა დავით და კონსტანტინე მხეიძეების, მღვდელმოწამე კვიპრიანესა და ქალწულმოწამე იუსტინას ხსენების დღეს გაიმართა.

ფილადელფიაში სვეტიცხოვლობა საზეიმო ღვთისმსახურებით აღინიშნა

საღმრთო ლიტურგია ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ აღავლინა — მრევლს ღვთისმშობლის წილხვდომილობის ხატისა და წმინდა გაბრიელ ბერის წმინდა ნაწილების მოლოცვის შესაძლებლობა მიეცა.

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო 14 ოქტომბერს სამთავროს მონასტერში აღვლენილ ღვთისმსახურებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და საეკლესიო თანამსახურების წესზე განმარტება გაავრცელა.