ზუგდიდის ივერიის საკათედრო ტაძარში აბიტურიენტებს დალოცავენ

ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის საკათედრო ტაძარი
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია აბიტურიენტებს იწვევს 2026 წლის 28 ივნისს, კვირას, ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის საკათედრო ტაძარში, სადაც მათთვის სპეციალური დალოცვა გაიმართება.
ჟამისწირვის დასრულების შემდეგ, 11:30 საათზე, აბიტურიენტებს დალოცავს მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე.
ეპარქია ყველა აბიტურიენტს მოუწოდებს, დაესწროს ლოცვას, მიიღოს მღვდელმთავრის კურთხევა და ღვთის შეწევნა ითხოვოს ეროვნული გამოცდების დაწყების წინ.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის ცნობით, ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ ნახარებაოსა და ხუნწში საღმრთო მსახურებები აღავლინა და მოსახლეობას შეხვდა.
წაიკითხეთ ასევე
ფილიპინები იესო ქრისტეს 207 მეტრის სიმაღლის ქანდაკების დადგმას გეგმავენ
პოლონურმა კომპანია Slipform-მა ფილიპინებისთვის იესო ქრისტეს 207 მეტრიანი ქანდაკება დააპროექტა.
ზუგდიდის №11 საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ქრისტიანული მემკვიდრეობის გაცნობისკენ მიმართული პროექტი ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს ეძღვნება.
სოფელ ბორითში მერაბ კოსტავას ხსოვნას პატივი მიაგეს
ეროვნული გმირის გარდაცვალებიდან 37 წლისთავზე სასულიერო პირებმა, პედაგოგებმა და მოსწავლეებმა მისი ღვაწლი გაიხსენეს და სულის მოსახსენებელ პანაშვიდში მიიღეს მონაწილეობა.
ბოდბის მონასტერში ღვთისმშობლის ხატის „ძუძუსმაწოვებელი“ ზუსტი ასლი დაბრძანდა
ათონის მთის ქილანდარის მონასტრის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის ზუსტი ასლი ბოდბეში 14 ოქტომბერს ჩამოაბრძანეს.
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სვეტიცხოვლობის დღესასწაულის მნიშვნელობაზე
,,დიდი სიხარულია, რომ ამ კრებულს ვხედავთ დღეს სვეტიცხოველში, ყველა ეკლესიის წარმომადგენლები, მღვდელმთავრები და სასულიერო პირები ჩვენთან ერთად ზეიმობენ დღეს.''-დეკანოზი ანდრია.
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნეტარ ანდრიას მოიხსენიებს
ადრეულ სიყმაწვილეშივე ტყვედ ჩავარდნილი ჭაბუკი მდიდარმა კონსტანტინოპოლელმა, თეოგნისტემ შეისყიდა და ბერძნულ ენასა და მეცნიერებებში განსწავლა.