უ-11 „ოდიშის“ გუნდი თურქეთში გამგზავრებამდე ზუგდიდის საკათედრო ტაძარში დალოცეს

უ11 გუნდი თურქეთში წასვლის წინ

თურქეთში გამგზავრებამდე საფეხბურთო კლუბ „ოდიშის“ უ-11 გუნდი ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარს ეწვია. ახალგაზრდა სპორტსმენებმა ტაძარში ლოცვა აღავლინეს და მომავალი ტურნირისთვის სულიერი მხარდაჭერა მიიღეს.

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით, დეკანოზმა ლაზარე ჯიქიამ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისი გადაიხადა და გუნდის წევრები დალოცა.

ამ თემაზე „ჯარის ბანაკს“ ახალი საგანი – „ღირებულებითი განათლება“ დაემატა

ტაძარში ყოფნისას ფეხბურთელებმა და მწვრთნელებმა ღვთის შეწევნა და წარმატება ითხოვეს დაგეგმილ საერთაშორისო ასპარეზობაზე. ახალგაზრდა სპორტსმენებს თან ახლდნენ მათი მწვრთნელები ირაკლი ფიფია და მათე ხარაიშვილი.

უ-11 „ოდიშის“ გუნდი თურქეთში ღირსეულად წარსადგენად ემზადება, ხოლო ტაძარში მიღებული კურთხევა მათთვის მნიშვნელოვანი სულიერი გამხნევება და მხარდაჭერაა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის 24-ე საბაზისო მომზადების კურსი დასრულდა.

წაიკითხეთ ასევე

ბოლნისის მუზეუმში შეხვედრა გაიმართა

ღონისძიების ფარგლებში პროფესორებმა გიორგი ჭეიშვილმა და ვალერი ვაშაკიძემ საქართველოს გაქრისტიანებისა და ქართველთა ეთნოგენეზის საკითხებზე მოხსენებები წაიკითხეს.

სხალთის ეპარქიაში პატრიარქ შიო III-ის ლოცვა-კურთხევით საჯარო ნათლობა ჩატარდება

სვეტიცხოვლობის დღესასწაულის შემდეგ, ოქტომბერში, სხალთის ეპარქიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III ეწვევა.

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ტერიტორიაზე აღმართული ჯვარი აკურთხეს

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა ქარხნის თანამშრომლებთან ერთად ჯვრის კურთხევის მსახურება აღასრულა.

საჩხერეში კონკურს-ფესტივალი „ქართული საგალობლები“ გაიმართა

საჩხერეში გამართულ სრულიად საქართველოს VIII კონკურს-ფესტივალზე „ქართული საგალობლები“ ქუთაის-გაენათის ეპარქიის ტრადიციული გალობის სტუდია „სიხარულის“ აღსაზრდელებმა მონაწილეობა მიიღეს.

საბერძნეთში ახალმოწამე ზლატას წმინდა ნაწილები აღმოაჩინეს

სამეცნიერო გამოკვლევის შედეგები სრულიად დაემთხვა ახალი მოწამე ზლატას ცხოვრებას, რაც ადასტურებდა წმინდანის აღმოჩენილი ნეშტის ნამდვილობას.

საჩხერეში კონკურს-ფესტივალი „ქართული საგალობლები“ გაიხსნა

საჩხერეში სრულიად საქართველოს მერვე კონკურს-ფესტივალი „ქართული საგალობლები“ დაიწყო, რომელიც ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.