ქუთაისში მიტროპოლიტ კალისტრატეს ხსენების დღე აღინიშნება
ნეტარხსენებული ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალიტრატე
20 ივნისს, ქუთაისის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების – სიონის (ბაგრატის) საკათედრო ტაძარში ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტ კალისტრატეს (მარგალიტაშვილი) სულის მოსახსენებელი საღმრთო ლიტურგია და დიდი პანაშვიდი აღესრულება.
ღვთისმსახურებას ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე შეასრულებს.
ლიტურგია დილის 09:00 საათზე დაიწყება, რის შემდეგაც მიტროპოლიტ კალისტრატეს სულის მოსახსენებელი დიდი პანაშვიდი გაიმართება.
მორწმუნეებს შესაძლებლობა ექნებათ ლოცვით გაიხსენონ საქართველოს ეკლესიის გამორჩეული მღვდელმთავარი და პატივი მიაგონ მის ნათელ ხსოვნას.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ზუგდიდში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ახალი ტაძრის მშენებლობა იწყება.
წაიკითხეთ ასევე
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მარტვილში სადღესასწაულო წირვას აღავლენს
25 სექტემბერს, წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, უწმინდესი და უნეტარესი შიო III მარტვილის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას აღავლენს.
აზროვნების აკადემიას დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ეწვევა
შეხვედრის თემა იქნება „მეტამორფოზა ქრისტიანულ ცხოვრებაში“ და პიროვნული გარდაქმნის მნიშვნელობა ქრისტიანული ხედვის კონტექსტში.
მიტროპოლიტმა იოანემ ღვთისმშობლობაზე სამშვიდობო პარაკლისი აღავლინა
მღვდელმთავარმა 21 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ თერნალსა და ცხუნკურში იმსახურა.
ზუგდიდში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მშენებლობა გრძელდება
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში ტაძრის არქიტექტურული ფორმები უკვე გამოიკვეთა.
მიტ. მელქისედეკმა წმინდა იოაკიმე და ანას ტაძარში საზეიმო წირვა აღავლინა
მეუფე მელქისედეკმა შეკრებილ მრევლს წმინდა იოაკიმე და ანას ხსენების დღე მიულოცა და ტაძრის ქტიტორის ოჯახს მადლობა გადაუხადა.
მიტროპოლიტმა დიმიტრიმ პატრიარქ შიოს აჭარაში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა
მეუფე დიმიტრიმ სამღვდელოებისა და მრევლის სახელით კათოლიკოს-პატრიარქის მწყემსმთავრული კურთხევისა და სიყვარულისთვის მადლიერება გამოხატა.