ბერი ანდრიას სახელობის ფონდის შვილობილებმა წმინდა ზიარება მიიღეს
იღუმენმა ნაზარმა (ბასილაია) აზიარა ფონდის შვილობილები
ბერი ანდრიას სახელობის ფონდის შვილობილებმა წმინდა ზიარება მიიღეს. ფონდის აღსაზრდელები აზიარა ფონდის მოძღვარმა, ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ლავრის მღვდელმსახურმა, იღუმენმა ნაზარმა (ბასილაია).
წმინდა ზიარება მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის უმნიშვნელოვანესი საიდუმლოა, რომელიც ადამიანის სულიერი განმტკიცებისა და ეკლესიასთან ერთობის საფუძველს წარმოადგენს.
ფონდში აღნიშნავენ, რომ მსგავსი სულიერი შეხვედრები და საეკლესიო ცხოვრებაში აქტიური ჩართულობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს შვილობილთა სულიერი აღზრდისა და ქრისტიანული ღირებულებების განმტკიცებისთვის.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა ზესტაფონის კლინიკა „ელიტე“ დალოცა.
დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს
ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.
ბაგების მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების დროებითი ცვლილებაა
საკურთხეველში მიმდინარე სამუშაოების გამო, ღვთისმსახურება 26–27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით აღესრულება.
მეუფე იობმა კაბადოკიის წმინდა გიორგის მამათა მონასტერში ლიტურგია აღავლინა
19 სექტემბერს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია კაბადოკიის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში აღავლინა.
21 სექტემბერს რუსთავში საჯარო ლექცია გაიმართება
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ლექციები თემებზე „ქართული ჰაგიოგრაფია“ და „წმინდა ნინო — დედა ქართლისა“.
შიდა ქართლის ჩრდილოეთ სოფლებში ლოცვითი მსვლელობა გრძელდება
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით, მეუფე ანდრიას ეპარქიებში ლოცვითი მსვლელობა იმართება.
კვიპროსის ეკლესია: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეაჩეროს სტავროვუნის მონასტერთან კარიერის გაფართოება
კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდი 2026 წლის 17 სექტემბერს შეიკრიბა სტავროვუნის მონასტრის ტერიტორიაზე კარიერის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით.