პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში ჩოხოსანთა ანსამბლები „იავნანა“, „მარულა“ და „არტ-იბერი“ დალოცა

უწმინდესმა და უნეტარესი, შიო მესამე. ფოტო: საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოება

უწმინდესმა და უნეტარესი, შიო მესამე. ფოტო: საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოება

14 ივნისს, წმინდა ათონელი მამების ხსენების დღეს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებული საზეიმო მსახურებით აღნიშნავდა. ამასთან დაკავშირებით, უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ, ტრადიციულად აღავლინა საკვირაო საღმრთო ლიტურგია თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარში და ქადაგებით მიმართა მრევლს.

ლიტურგიის დასრულების შემდეგ პატრიარქმა დალოცა საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა ანსამბლები „იავნანა“ და „მარულა“. დალოცვისას ანსამბლების წევრებმა მის უწმინდესობას მრავალჟამიერი მიუძღვნეს და განსაკუთრებული სითბოთი გაახარეს.

უწმინდესმა თითოეული ბავშვი გულში ჩაიკრა და მათ მიმართა:

„თქვენთვის მოებაძოთ მთელს საქართველოს და გამრავლებულიყავით. სიხარული მოგანიჭოთ ღმერთმა, ისე როგორც მე თქვენ გამახარეთ ახლა.“

ამავე დღეს პატრიარქმა დალოცა ანსამბლი „არტ-იბერი“ და ჩოხოსანთა ანსამბლების წევრებსა და „არტ-იბერის“ წარმომადგენლებს საჩუქრად წმინდა სამების ხატი გადასცა.

ღონისძიება ეროვნული და სულიერი ერთობის განსაკუთრებულ ატმოსფეროში წარიმართა. პატრიარქის ლოცვა-კურთხევა და ყურადღება ბავშვებისთვის განსაკუთრებული სიხარულისა და შთაგონების წყარო გახდა, ხოლო დამსწრეებმა გამოთქვეს სურვილი, რომ ეს თაობა გამთლიანებულ და გაბრწყინებულ საქართველოში გაიზარდოს და იღვაწოს.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, საქართველოს საპატრიარქოში გელათის მეცნიერებათა აკადემიის სხდომა გაიმართა.

ფილიპინები იესო ქრისტეს 207 მეტრის სიმაღლის ქანდაკების დადგმას გეგმავენ

პოლონურმა კომპანია Slipform-მა ფილიპინებისთვის იესო ქრისტეს 207 მეტრიანი ქანდაკება დააპროექტა.

ზუგდიდის №11 საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ქრისტიანული მემკვიდრეობის გაცნობისკენ მიმართული პროექტი ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს ეძღვნება.

სოფელ ბორითში მერაბ კოსტავას ხსოვნას პატივი მიაგეს

ეროვნული გმირის გარდაცვალებიდან 37 წლისთავზე სასულიერო პირებმა, პედაგოგებმა და მოსწავლეებმა მისი ღვაწლი გაიხსენეს და სულის მოსახსენებელ პანაშვიდში მიიღეს მონაწილეობა.

ბოდბის მონასტერში ღვთისმშობლის ხატის „ძუძუსმაწოვებელი“ ზუსტი ასლი დაბრძანდა

ათონის მთის ქილანდარის მონასტრის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის ზუსტი ასლი ბოდბეში 14 ოქტომბერს ჩამოაბრძანეს.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სვეტიცხოვლობის დღესასწაულის მნიშვნელობაზე

,,დიდი სიხარულია, რომ ამ კრებულს ვხედავთ დღეს სვეტიცხოველში, ყველა ეკლესიის წარმომადგენლები, მღვდელმთავრები და სასულიერო პირები ჩვენთან ერთად ზეიმობენ დღეს.''-დეკანოზი ანდრია.

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნეტარ ანდრიას მოიხსენიებს

ადრეულ სიყმაწვილეშივე ტყვედ ჩავარდნილი ჭაბუკი მდიდარმა კონსტანტინოპოლელმა, თეოგნისტემ შეისყიდა და ბერძნულ ენასა და მეცნიერებებში განსწავლა.