სამმა პატრიარქმა იმბროსზე ერთობლივი წირვა აღასრულა
პატრიარქ ბართლომეოსი, რუმინეთისა და ბულგარეთის პატრიარქები. ფოტო: orthodoxtimes
2026 წლის 11 ივნისს, მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს ანგელოზის დღის აღსანიშნავად, თურქეთში მდებარე კუნძულ იმბროსზე საზეიმო ღონისძიებები გაიმართა.
ამ განსაკუთრებულ დღესთან დაკავშირებით იმბროსს სტუმრობდნენ რუმინეთის პატრიარქი დანიელი და ბულგარეთის პატრიარქი დანიელი. სამი მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა — მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ, რუმინეთის პატრიარქმა დანიელმა და ბულგარეთის პატრიარქმა დანიელმა — ერთობლივად აღასრულეს საღვთო ლიტურგია.
საერთო ღვთისმსახურება მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის ერთობისა და ძმური თანამშრომლობის მნიშვნელოვან გამოხატულებად იქცა.
მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს ანგელოზის დღე ყოველწლიურად განსაკუთრებული საეკლესიო მნიშვნელობით აღინიშნება და სხვადასხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლებს აერთიანებს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მიტროპოლიტი ტიქიკოსი კვიპროსისა და ევროპის სასამართლოებში სააპელაციო საჩივარს შეიტანს.
21 სექტემბერს რუსთავში საჯარო ლექცია გაიმართება
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ლექციები თემებზე „ქართული ჰაგიოგრაფია“ და „წმინდა ნინო — დედა ქართლისა“.
შიდა ქართლის ჩრდილოეთ სოფლებში ლოცვითი მსვლელობა გრძელდება
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით, მეუფე ანდრიას ეპარქიებში ლოცვითი მსვლელობა იმართება.
კვიპროსის ეკლესია: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეაჩეროს სტავროვუნის მონასტერთან კარიერის გაფართოება
კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდი 2026 წლის 17 სექტემბერს შეიკრიბა სტავროვუნის მონასტრის ტერიტორიაზე კარიერის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით.
გერმანიაში ისლამისტი მიგრანტი დააკავეს, რომელიც ეკლესიაზე თავდასხმას გეგმავდა
გამომძიებლების თქმით, 24 წლის ერაყელმა შეიძინა იარაღი და დაათვალიერა ბრემენში მდებარე ეკლესია, რომელზეც თავდასხმას გეგმავდა.
ღვთისმშობლის შობის სადღესასწაულო ღამისთევის მსახურება ჩატარდება ზემო ბეთლემის ტაძარში
ღვთისმსახურებას ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იოანე აღავლენს.
საქართველოს საპატრიარქოში მორიგი ღონისძიება გაიმართა
2026 წელს პროგრამაში 288 საჯარო სკოლა ჩაერთო — ღირებულებითი განათლების კლუბები სკოლებში მუშაობას მომავალი კვირიდან დაიწყებენ.