საბურთალოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს წმინდა ნაწილებთან პარაკლისი აღევლინება
საბურთალოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი
საბურთალოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში საყოველთაო თაყვანისცემისა და სულიერი ნუგეშისთვის ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს, 15:00 საათზე, პარაკლისი აღევლინება. ღვთისმსახურების დროს ტაძარში გამობრძანებული იქნება მრავალი წმინდანის წმინდა ნაწილი და განსაკუთრებული ქრისტიანული სიწმინდეები.
მორწმუნეებს შესაძლებლობა ექნებათ თაყვანი სცენ წმინდა დიმიტრი თესალონიკელის, 6000 გარეჯელი მოწამის, წმინდა ნიკოლოზის, წმინდა იოანე შანხაელის, წმინდა ბასილი დიდის, წმინდა გიორგის, წმინდა მიხეილ ტვერელის, წმინდა ბარბარეს, წმინდა იოანე ნათლისმცემლის, წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის, წმინდა სერაფიმე საროველის, წმინდა მერკურის, წმინდა გაბრიელ სალოსის, წმინდა ანდრია პირველწოდებულის, მართალი ლაზარეს, წმინდა პანტელეიმონ მკურნალის, წმინდა იოანე და გიორგი ბეთანიელების, წმინდა ანასტასია რომაელის, წმინდა კირილე ალექსანდრიელის, წმინდა გიორგი ივერიელის, წმინდა ანდრონიკესა და პროხორის, წმინდა გედეონ ათონელის, წმინდა შიო მღვიმელის, წმინდა ტრიფონის, წმინდა კვიპრიანესა და იუსტინას, წმინდა დავითისა და კონსტანტინეს, წმინდა კოზმასა და დამიანეს, წმინდა პავლე მოციქულისა და წმინდა მარინეს წმინდა ნაწილებს.
განსაკუთრებულ სიწმინდეებს შორის წარმოდგენილი იქნება მაცხოვრის საფლავის ქვა, ცხოველსმყოფელი ჯვრის ნაწილი, წმინდა პატაპის სკუფია, წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ფაჩუჩი, წმინდა პატაპისა და წმინდა ეფრემ ახლის ფაჩუჩები.
ტაძრის წინამძღვრობა მორწმუნეებს გულითადად იწვევს ერთობლივ ლოცვაზე, რათა წმინდანთა მეოხებით ილოცონ საკუთარი ოჯახების, ახლობლებისა და სრულიად საქართველოს კეთილდღეობისთვის.
„უფლის მადლი და წმინდანთა კურთხევა ფარავდეს თქვენს ოჯახებს“, – აღნიშნულია მოწვევაში.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სამების ტაძრის ეზოში პატრიარქ ილია II-ის სახელობის ზეთისხილის ბაღი გაშენდა.
წაიკითხეთ ასევე
თელავში თეიმურაზ ყაზახაშვილის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა
გამოფენა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა და 29 სექტემბრამდე გაგრძელდება.
სოფელ კლდეისში მე-10 საუკუნის აღდგენილი ეკლესია იკურთხა
ტაძარი ღვთისმშობლობის დღესასწაულზე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიად ეკურთხა.
თეთრიწყაროში ლექცია-სემინარი ჩატარდა
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ლექცია-სემინარი ჩატარდა და თემატური გამოფენა მოეწყო.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მარტვილში სადღესასწაულო წირვას აღავლენს
25 სექტემბერს, წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, უწმინდესი და უნეტარესი შიო III მარტვილის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას აღავლენს.
აზროვნების აკადემიას დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ეწვევა
შეხვედრის თემა იქნება „მეტამორფოზა ქრისტიანულ ცხოვრებაში“ და პიროვნული გარდაქმნის მნიშვნელობა ქრისტიანული ხედვის კონტექსტში.
მიტროპოლიტმა იოანემ ღვთისმშობლობაზე სამშვიდობო პარაკლისი აღავლინა
მღვდელმთავარმა 21 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ თერნალსა და ცხუნკურში იმსახურა.