წმინდა მოწამე იოანე-ვლადიმერი - სერბი მთავარი
წმინდა მოწამე იოანე-ვლადიმერი - სერბი მთავარი
სერბეთის მთავარი ვლადიმერი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა X-XI საუკუნეების მიჯნაზე. იგი ბრძნულად მართავდა თავის სამფლობელოებს, ილირიასა და დალმაციას. კეთილმსახური მეფე დაქორწინებული იყო ბულგარეთის მეფის სამოელის ასულ კოსარაზე. ბულგარეთის მეფესთან მოლაპარაკების საბაბით დაბარებული ვლადიმერი ღალატით მოკლეს ტაძრის კართან 1015 წლის 22 მაისს. წმინდა მთავრის კეთილმორწმუნე მეუღლე დაეყუდა ქმრის მიერ აშენებულ ტაძარში და სიკვდილამდე იქ მოღვაწეობდა.
ვლადიმერი ბავშვობიდან გამოირჩეოდა სიმშვიდით, მოკრძალებით, სიბრძნით, კეთილგონიერებით. როდესაც სამთავროს ტახტი მემკვიდრეობით მიიღო, მოწყალების სა¬ქმეს გაორმაგებული ენთუზიაზმით ემსახურებოდა. მას სურდა ეკლესიის წიაღში გაეერთიანებინა ბულგარეთის ყველა მოქალაქე. ვლადიმერმა აღადგინა ბევრი მონასტერი, ააშე¬ნა ეკლესიები, დააარსა მოწყალების სახლები.
ერთ დღეს, მთავარი სამ კარისკაცთან ერთად უღრან ტყეში წავიდა სანადიროდ. იქ მან იხილა ოქროს არწივი, რომელსაც მხრებზე ჯვარი უბრწყინავდა. ვლადიმერი დაედევნა ფრინველს, ტყის სიღრმეში რომ შევიდნენ მდევარი და ფრინველი, არწივი ანგელოზად გადაიქცა, მთავარმა მუხლი მოიყარა მის წინაშე. მან მომავალში ამ ადგილას ეკლესია ააშენა და დღეში შვიდჯერ მიდიოდა იქ სალოცავად.
მიუხედავად იმისა, რომ ვლადიმერს სურდა მშვიდობიანად ეცხოვრა მეზობელ მმართველებთან ერთად, მას მაინც მოუწია დაპირისპირებოდა ბიზანტიის იმპერატორ ბასილი II-ს და ბულგარეთის მეფე სამოელს. ის მოერიდა ბულგარეთის მეფესთან სისხლიან ბრძოლას და მომხრეებთან ერთად მთებში გაიხიზნა. გარემოცვიდან ვიღაცამ უღალატა ვლადიმერს და სამოელის ჯარისკაცებმა მისი შეპყრობა შეძლეს. მეფემ მთავარი საპყრობილეში ჩასვა. დაპატიმრებული მთა¬ვარი მთელ დროს ლოცვას უთმობდა. ერთხელ ვლადიმერს უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა, რომ მალე გათავისუფლდებოდა, თუმცა მოგვიანებით მოწამის გვირგვინით შეიმკობოდა.
ბულგარეთის მეფე სამოელს ჰყავდა მშვენიერი ასული კოსარა. ის ხშირად დადიოდა საპყრობილეში პატიმრების მოსანახულებლად. გოგონას შეუყვარდა მთავარი და მამას მასზე გათხოვების ნებართვა სთხოვა. სამოელი დათანხმდა ქალიშვილს, ვლადიმერი გაათავისუფლა, ასული ცოლად შერთო და სამთავროში დააბრუნა. ახალშეუღლებულმა ცოლ-ქმარმა გადაწყვიტა, უბიწოება შეენახათ და-ძმასავით ეცხოვრათ უფლის სიყვარულით. გავიდა დრო, გარდაიცვალა ბულგარეთის მეფე სამოელი, ტახტი მისმა ვაჟმა რადომირმა დაიკავა. ეს უკანასკნელი ტახტისა და ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით ბიძაშვილმა იოანე ვადისლავმა მოკლა. მანვე მოლაპარაკების საბაბით დაბარებული ვლადიმერი ღალატით მოაკვლევინა ტაძრის კართან 1015 წლის 22 მაისს. კოსარა დაეყუდა ქმრის მიერ აშენებულ ტაძარში და სიკვდილამდე იქ მოღვაწეობდა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ლომისობის დღესასწაულზე ლომისის წმინდა გიორგის მონასტერს ხელისუფლების წარმომადგენლები ეწვივნენ.
მეუფე იობმა კაბადოკიის წმინდა გიორგის მამათა მონასტერში ლიტურგია აღავლინა
19 სექტემბერს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია კაბადოკიის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში აღავლინა.
21 სექტემბერს რუსთავში საჯარო ლექცია გაიმართება
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ლექციები თემებზე „ქართული ჰაგიოგრაფია“ და „წმინდა ნინო — დედა ქართლისა“.
შიდა ქართლის ჩრდილოეთ სოფლებში ლოცვითი მსვლელობა გრძელდება
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით, მეუფე ანდრიას ეპარქიებში ლოცვითი მსვლელობა იმართება.
კვიპროსის ეკლესია: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეაჩეროს სტავროვუნის მონასტერთან კარიერის გაფართოება
კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდი 2026 წლის 17 სექტემბერს შეიკრიბა სტავროვუნის მონასტრის ტერიტორიაზე კარიერის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით.
გერმანიაში ისლამისტი მიგრანტი დააკავეს, რომელიც ეკლესიაზე თავდასხმას გეგმავდა
გამომძიებლების თქმით, 24 წლის ერაყელმა შეიძინა იარაღი და დაათვალიერა ბრემენში მდებარე ეკლესია, რომელზეც თავდასხმას გეგმავდა.
ღვთისმშობლის შობის სადღესასწაულო ღამისთევის მსახურება ჩატარდება ზემო ბეთლემის ტაძარში
ღვთისმსახურებას ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იოანე აღავლენს.