კაენის წმინდა ნინოს სახელობის სამრევლოში საღმრთო ლიტურგია აღევლინება

ქ.კაენის წმ. ნინოს სახელობის სამრევლო
დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია) ლოცვა-კურთხევით, 6 ივნისს, შაბათს, ქალაქ კაენის წმინდა ნინოს სახელობის სამრევლოში საღმრთო ლიტურგია აღევლინება.
მსახურება დილის 10:30 საათზე დაიწყება და მას იღუმენი ეფრემი (ჯოლოხავა) აღასრულებს.
ლიტურგია ჩატარდება კოლომბელის წმინდა სერგი რადონეჟელის სახელობის ტაძარში.
მისამართი:Rue Raspail, 14460 Colombelles
სამრევლო ყველა მორწმუნეს იწვევს ერთობლივ ლოცვასა და საღმრთო ლიტურგიაში მონაწილეობის მისაღებად.
საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია დასავლეთ ევროპის ქართულ ტაძარს ეწვევა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 28 მაისს დავითგარეჯში ღირს მამა დავით გარეჯელის ხსენების დღე აღინიშნა.
წაიკითხეთ ასევე
თბილისში წმინდა ნინოს ეკლესიის რეაბილიტაცია იგეგმება
შიო ჩიტაძის ქუჩაზე მდებარე ისტორიული ტაძრის პროექტი კონსტრუქციული მდგომარეობის გაუმჯობესებას, დაზიანებების აღმოფხვრასა და ავთენტური სახის შენარჩუნებას ითვალისწინებს.
სვეტიცხოვლის სარეაბილიტაციო სამუშაოების მომზადებაში იტალიური კომპანია ჩაერთო
კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ტაძარში არსებულ მდგომარეობასა და დაგეგმილ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო — კვლევები საერთაშორისო ექსპერტებისა და ქართველი სპეციალისტების მონაწილეობით წარიმართება.
მეუფე გიორგი: „ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა პირიქით“
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი ციფრული ფულის საკითხზე ფართო საზოგადოებრივი განხილვის, პირადი ცხოვრების დაცვისა და ნაღდი ფულის გამოყენების შესაძლებლობის შენარჩუნების აუცილებლობაზე საუბრობს.
მიტროპოლიტმა იოანემ წმინდა კვიპრიანესა და იუსტინას ტაძარში პარაკლისი აღასრულა
ღვთისმსახურება წმინდა დიდმოწამეთა დავით და კონსტანტინე მხეიძეების, მღვდელმოწამე კვიპრიანესა და ქალწულმოწამე იუსტინას ხსენების დღეს გაიმართა.
ფილადელფიაში სვეტიცხოვლობა საზეიმო ღვთისმსახურებით აღინიშნა
საღმრთო ლიტურგია ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ აღავლინა — მრევლს ღვთისმშობლის წილხვდომილობის ხატისა და წმინდა გაბრიელ ბერის წმინდა ნაწილების მოლოცვის შესაძლებლობა მიეცა.
საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საპატრიარქო 14 ოქტომბერს სამთავროს მონასტერში აღვლენილ ღვთისმსახურებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და საეკლესიო თანამსახურების წესზე განმარტება გაავრცელა.