სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დავითგარეჯის მამათა მონასტერში პარაკლისს აღავლენს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე. ფოტო: მჟკ

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე. ფოტო: მჟკ

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია დავით გარეჯელის ხსენებას აღნიშნავს. წმინდა დავით გარეჯელის ხსენების დღე (ანუ მამადავითობა) არის მოძრავი დღესასწაული და აღინიშნება ამაღლების მომდევნო ხუთშაბათს.

განსაკუთრებული ლიტურგია ტარდება დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსში, სადაც დაკრძალულია თავად წმინდანი. 

ამ წუთებში უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III ღირსი მამის, დავით გარეჯელის ხსენებასთან დაკავშირებით დავითგარეჯის მამათა მონასტერში პარაკლისს აღავლენს.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, თბილისის მფარველად ითვლება დავით გარეჯელი, - დეკანოზი ლევან ტუძილაძე.

თბილისში წმინდა ნინოს ეკლესიის რეაბილიტაცია იგეგმება

შიო ჩიტაძის ქუჩაზე მდებარე ისტორიული ტაძრის პროექტი კონსტრუქციული მდგომარეობის გაუმჯობესებას, დაზიანებების აღმოფხვრასა და ავთენტური სახის შენარჩუნებას ითვალისწინებს.

სვეტიცხოვლის სარეაბილიტაციო სამუშაოების მომზადებაში იტალიური კომპანია ჩაერთო

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ტაძარში არსებულ მდგომარეობასა და დაგეგმილ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო — კვლევები საერთაშორისო ექსპერტებისა და ქართველი სპეციალისტების მონაწილეობით წარიმართება.

მეუფე გიორგი: „ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა პირიქით“

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი ციფრული ფულის საკითხზე ფართო საზოგადოებრივი განხილვის, პირადი ცხოვრების დაცვისა და ნაღდი ფულის გამოყენების შესაძლებლობის შენარჩუნების აუცილებლობაზე საუბრობს.

მიტროპოლიტმა იოანემ წმინდა კვიპრიანესა და იუსტინას ტაძარში პარაკლისი აღასრულა

ღვთისმსახურება წმინდა დიდმოწამეთა დავით და კონსტანტინე მხეიძეების, მღვდელმოწამე კვიპრიანესა და ქალწულმოწამე იუსტინას ხსენების დღეს გაიმართა.

ფილადელფიაში სვეტიცხოვლობა საზეიმო ღვთისმსახურებით აღინიშნა

საღმრთო ლიტურგია ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ აღავლინა — მრევლს ღვთისმშობლის წილხვდომილობის ხატისა და წმინდა გაბრიელ ბერის წმინდა ნაწილების მოლოცვის შესაძლებლობა მიეცა.

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო 14 ოქტომბერს სამთავროს მონასტერში აღვლენილ ღვთისმსახურებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და საეკლესიო თანამსახურების წესზე განმარტება გაავრცელა.