ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა მოსახლეობას

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი. ფოტო: ეპარქიის გვერდი

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი. ფოტო: ეპარქიის გვერდი

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა მოსახლეობას მილოცვით მიმართა და ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის, ეროვნული ერთიანობისა და სულიერი ღირებულებების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მილოცვა წმინდა ილია მართლის სიტყვებით დაიწყო „მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა!.. მე ვარო შენი თანამდევი, უკვდავი სული“ და თითოეულ მოქალაქეს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ ეროვნული სახელმწიფოებრიობა ხალხთა ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, რომელიც ახალ შესაძლებლობებთან ერთად სახელმწიფოსა და მოქალაქეების წინაშე დიდ პასუხისმგებლობასაც აჩენს.

მისი თქმით, ქართული სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებასა და შენარჩუნებაში განსაკუთრებული ისტორიული ღვაწლი საქართველოს სამოციქულო ეკლესიას მიუძღვის, ხოლო სამშობლოს სამსახურში თავდადებული მრავალი სასულიერო პირი ეკლესიის მიერ წმინდანად არის შერაცხილი.

მიტროპოლიტმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს უახლეს ისტორიაზეც და გაიხსენა 1991 წლის 9 აპრილი, როდესაც საქართველოს მოსახლეობამ დამოუკიდებლობის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო.

მისი განცხადებით, 26 მაისი ქვეყანას ახსენებს 1921 წლის თებერვალსა და 1991 წლის 9 აპრილს შორის განვლილ რთულ ისტორიულ პერიოდს და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს წარსულის ცოდნის მნიშვნელობას.

მილოცვაში ასევე საუბარია ქვეყნის სულიერი განვითარების საფუძვლებზე. მიტროპოლიტ გრიგოლის შეფასებით, საქართველოს განვითარების ვექტორი ქრისტიანულ ღირებულებებს ეფუძნება, ხოლო ცოცხალი რწმენა საზოგადოების ყოველდღიურ ცხოვრებასა და ურთიერთობებზე ახდენს გავლენას.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ არსებობს საფრთხე, ქრისტიანობა პოლიტიკურ ან იდეოლოგიურ ინსტრუმენტად იქცეს, რაც, მისი თქმით, ნიშნავს „რელიგიას ცოცხალი ღმერთის გარეშე“.

მიტროპოლიტმა განსაკუთრებული ყურადღება სინდისის მნიშვნელობას დაუთმო და აღნიშნა, რომ სწორედ სინდისი წარმოადგენს ადამიანის ადამიანურობის საფუძველს და ეროვნული, ზნეობრივი და ეთიკური ღირებულებების შენარჩუნების წინაპირობას.

მილოცვის დასასრულს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა საქართველოს დალოცვისა და გამთლიანებისთვის ილოცა და ქვეყნის მშვიდობა, ერთიანობა და კეთილდღეობა უსურვა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, დღეს ღირსი ექვთიმე ათონელის, მთარგმნელის ხსენების დღეა.

თბილისში წმინდა ნინოს ეკლესიის რეაბილიტაცია იგეგმება

შიო ჩიტაძის ქუჩაზე მდებარე ისტორიული ტაძრის პროექტი კონსტრუქციული მდგომარეობის გაუმჯობესებას, დაზიანებების აღმოფხვრასა და ავთენტური სახის შენარჩუნებას ითვალისწინებს.

სვეტიცხოვლის სარეაბილიტაციო სამუშაოების მომზადებაში იტალიური კომპანია ჩაერთო

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ტაძარში არსებულ მდგომარეობასა და დაგეგმილ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო — კვლევები საერთაშორისო ექსპერტებისა და ქართველი სპეციალისტების მონაწილეობით წარიმართება.

მეუფე გიორგი: „ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა პირიქით“

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი ციფრული ფულის საკითხზე ფართო საზოგადოებრივი განხილვის, პირადი ცხოვრების დაცვისა და ნაღდი ფულის გამოყენების შესაძლებლობის შენარჩუნების აუცილებლობაზე საუბრობს.

მიტროპოლიტმა იოანემ წმინდა კვიპრიანესა და იუსტინას ტაძარში პარაკლისი აღასრულა

ღვთისმსახურება წმინდა დიდმოწამეთა დავით და კონსტანტინე მხეიძეების, მღვდელმოწამე კვიპრიანესა და ქალწულმოწამე იუსტინას ხსენების დღეს გაიმართა.

ფილადელფიაში სვეტიცხოვლობა საზეიმო ღვთისმსახურებით აღინიშნა

საღმრთო ლიტურგია ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ აღავლინა — მრევლს ღვთისმშობლის წილხვდომილობის ხატისა და წმინდა გაბრიელ ბერის წმინდა ნაწილების მოლოცვის შესაძლებლობა მიეცა.

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო 14 ოქტომბერს სამთავროს მონასტერში აღვლენილ ღვთისმსახურებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და საეკლესიო თანამსახურების წესზე განმარტება გაავრცელა.