ქართველმა მეცნიერებმა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების თარიღი ასტრონომიული მონაცემებით დააზუსტეს

წმინდა ნინო

წმინდა ნინო

საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის ინფორმაციით, ქართველმა მეცნიერებმა ასტრონომიული მონაცემებისა და ისტორიული წყაროების შედარებითი ანალიზის საფუძველზე საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების სავარაუდო ზუსტი თარიღი დაადგინეს.

კვლევა ეფუძნება მზის დაბნელების მოვლენას, რომელიც ქართულ ისტორიულ წყაროებში — განსაკუთრებით „მოქცევაი ქართლისაის“ ტექსტში — უკავშირდება მეფე მირიანის მოქცევას და შემდგომ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას.

ისტორიული გადმოცემის მიხედვით, მეფე მირიანი თხოთის მთაზე ნადირობისას მოულოდნელად დაბნელებულ მზეს შეესწრო, რის შემდეგაც ქრისტიანული სარწმუნოების მიღების გადაწყვეტილება მიიღო.

ამ ცნობაზე დაყრდნობით, ქართველმა ასტრონომმა მარინა გიგოლაშვილმა თანაავტორებთან — როლან კილაძესთან, ვასილ კუხიანიძესა და გიორგი რამიშვილთან ერთად — შეისწავლა მეოთხე საუკუნეში მომხდარი მზის დაბნელებების შესახებ არსებული განახლებული მონაცემები, მათ შორის NASA-ს ბაზა.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ისტორიულ აღწერას ყველაზე მეტად შეესაბამება 319 წლის 6 მაისის მზის სრული დაბნელება, რომლის ტრაექტორია საქართველოს ტერიტორიასაც მოიცავდა.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ასტრონომიული მოვლენების გამოყენება ისტორიული ქრონოლოგიის დასაზუსტებლად საერთაშორისო პრაქტიკაში ფართოდ გავრცელებული მეთოდია. მათი შეფასებით, აღნიშნული კვლევა მნიშვნელოვან წვლილს წარმოადგენს საქართველოს ისტორიისა და ქრისტიანობის გავრცელების ქრონოლოგიის შესწავლაში.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, წმინდა ნინოს ძუძუს წყარო ჯვრის მონასტერში.

თბილისში წმინდა ნინოს ეკლესიის რეაბილიტაცია იგეგმება

შიო ჩიტაძის ქუჩაზე მდებარე ისტორიული ტაძრის პროექტი კონსტრუქციული მდგომარეობის გაუმჯობესებას, დაზიანებების აღმოფხვრასა და ავთენტური სახის შენარჩუნებას ითვალისწინებს.

სვეტიცხოვლის სარეაბილიტაციო სამუშაოების მომზადებაში იტალიური კომპანია ჩაერთო

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ტაძარში არსებულ მდგომარეობასა და დაგეგმილ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო — კვლევები საერთაშორისო ექსპერტებისა და ქართველი სპეციალისტების მონაწილეობით წარიმართება.

მეუფე გიორგი: „ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა პირიქით“

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი ციფრული ფულის საკითხზე ფართო საზოგადოებრივი განხილვის, პირადი ცხოვრების დაცვისა და ნაღდი ფულის გამოყენების შესაძლებლობის შენარჩუნების აუცილებლობაზე საუბრობს.

მიტროპოლიტმა იოანემ წმინდა კვიპრიანესა და იუსტინას ტაძარში პარაკლისი აღასრულა

ღვთისმსახურება წმინდა დიდმოწამეთა დავით და კონსტანტინე მხეიძეების, მღვდელმოწამე კვიპრიანესა და ქალწულმოწამე იუსტინას ხსენების დღეს გაიმართა.

ფილადელფიაში სვეტიცხოვლობა საზეიმო ღვთისმსახურებით აღინიშნა

საღმრთო ლიტურგია ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ აღავლინა — მრევლს ღვთისმშობლის წილხვდომილობის ხატისა და წმინდა გაბრიელ ბერის წმინდა ნაწილების მოლოცვის შესაძლებლობა მიეცა.

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო 14 ოქტომბერს სამთავროს მონასტერში აღვლენილ ღვთისმსახურებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და საეკლესიო თანამსახურების წესზე განმარტება გაავრცელა.